მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.
ტრადიცია არ დარღვეულა და თეთრ მაისურების გარეშე არ ჩაუვლია სკოლის დასრულების ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში. მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება დირექტორმა გულიკო ფირცხალავამ მიულოცა და ახალ ეტაპზე კეთილი სურვილები გაატანა: „მე-12 კლასელებს ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს“.
სკოლის დამთავრების აღნიშვნის შემდეგ, კურსდამთავრებულებმა სკოლის ხელმძღვანელსა და პედაგოგებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
წლევანდელი კურსდამთავრებულები გამორჩეული მოსწავლეები იყვნენ, სკოლა ამაყია მათი მიღწევებით და მომავალშიც ბევრ წარმატებულ ნაბიჯს ელის მათგან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს ფერადი, ჯადოსნური სიტყვების პოსტერი