სიახლეები
სამასწავლებლო

ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან ელიავა 2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევებზე, გამოცდილებასა და წარმატებებზე საუბრობს
18-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი ახალი გამოწვევებით იყო სავსე როგორც სკოლის დირექტორებისთვის, ისე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. პანდემიური სასწავლო წლის გამოწვევებზე, გამოცდილებასა და წარმატებებზე etaloni.ge - სთან ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან ელიავა საუბრობს:

„2020-2021 სასწავლო წელი ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში ტრადიციულად სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენით, აღსაზრდელთა საჭიროებებზე მორგებული, ჰიგიენურად უსაფრთხო გარემოს მოწყობითა და სათანადო სასწავლო რესურსების მობილიზებით დაიწყო.          

სასწავლო წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სასწავლო გარემოს სრულ დეზინფექციას, ყოველდღიურად მიმდინარეობდა სკოლის პერსონალისა თუ აღსაზრდელების თერმოსკრინინგი, საკლასო ოთახების განიავება და სკოლის სველი წერტილების სადეზინფექციო ხსნარით პერმანენტული დამუშავება. ჰიგიენური ნორმების სრული დაცვის მიზნით სკოლა უზრუნველყოფილი იყო  შეიძინა როგორც სადეზინფექციო საშუალებები, აგრეთვე პირბადეები, თერმომეტრები და სხვა აუცილებელი სამედიცინო საშუალებები. ყოველ ორ კვირაში ერთხელ სკოლის პედკოლექტივს უტარდებოდა როგორც სწრაფი ტესტი აგრეთვე PCR ტესტი. კოვიდ-19-ის პირობებში დადგენილი რეგულაციების შესახებ ეცნო ყველა მოსწავლეს კლასის საათის ფარგლებში, აგრეთვე ყველა დაინტერესებული პირისთვის ინფორმირების მიზნით საინფორმაციო დაფაზე გამოქვეყნდა არსებული რეგულაციები.

სასწავლო წლის პირველი სემესტრის მეორე ნაწილის განმავლობაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა ონლაინ გაკვეთილებს აქტიურად ესწრებოდა, თუმცა იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, რომელთათვისაც კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ასევე ინტერნეტი მატერიალური სიდუხჭირის გამო ხელმისაწვდომი არ იყო. ამდენად, ასეთ მოსწავლეებს სასწავლო მასალა მიეწოდებოდათ მატერიალური სახით, რაც აგრეთვე კოვიდ რეგულაციების დაცვით ხორციელდებოდა. 

დისტანციური სწავლების პირობებში საჭირო გახდა პედკოლექტივის ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადამზადება, რაც მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგებით, ვებინარებითა და კურსებით წარმატებით განხორციელდა. პედაგოგები დაეუფლნენ Teams-ის პროგრამის თავისებურებებს, ინსტრუმენტებს და მათი ეფექტური გამოყენების წესებს, ასევე სასწავლო მასალის საინტერესოდ, მოკლე დროში მიწოდების სტრატეგიებს, რამაც დისტანციური სწავლების ეფექტურობა და მოსწავლეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაზარდა სკოლის მასშტაბით.

მთელი სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც საგანში, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. პედაგოგთა დიდი უმრავლესობა ჩართულია საგნობრივ ტრენინგებში, ვებინარებსა თუ საერთაშორისო ონლაინ პროექტებში, რომელთა მიზანი დისტანციური სწავლების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ამ მიმართულებით პედაგოგთა გადამზადება და მასში დახელოვნებაა. სკოლის დირექცია პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პანდემიის პირობებშიც კი აქტიურადაა ჩართული მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ტრენინგ-სემინარებზე მიღებული გამოცდილების გაზიარება ხდება სამუშაო ჯგუფებში და ამ ფორმით ეცნობიან პედაგოგები არსებულ საგნობრივ თუ მეთოდურ სიახლეებს. 

2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში, რეგულაციების სრული დაცვით სკოლის ფარგლებში მოეწყო არაერთი სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, რაც ემსახურებოდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, აღსაზრდელებმა აქტიურ მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადაში წარმატებით დაძლიეს პირველი ტური და გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე, დისტანციურ რეჟიმში საშუალო საფეხურის მოსწავლემ, ინა ჟორჟოლიანმა მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ჩვენი ენა ქართული“, სადაც ელექტრონული ბლოგის საშუალებით წარმოადგინა ქართულ ენაზე შესრულებული სხვადასხვა გამონათქვამები, ლექსები და ლიტერატურული ნაშრომები. მოსწავლემ ქვეყნის მასშტაბით აღიარება მოიპოვა და კონკურსის ფარგლებში სათანადო დიპლომითა და 400 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.

ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექცია მომავალ სასწავლო წელს გეგმავს საინტერესო სასწავლო-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებებს, მოსწავლეთა სასწავლო უნარების, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასევე აღსაზრდელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართლობისათვის საჭირო უნარების ფორმირებისათვის“,- აღნიშნავს დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება