სიახლეები
პიროვნება

„სკოლის განვითარებაზე თუ ყველამ ერთად არ ვიზრუნეთ, შედეგიც არ გვექნება“- შორენა აკოფაშვილი, ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი
18-06-2021
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორს სასწავლო წლის დასრულება მიღწეულ შედეგებზე აფიქრებს და სამომავლო გეგმების დასახვისთვის ამზადებს, საკუთარ მოტივაციად კი საქმის სიყვარულსა და წარმატების მიღწევის სურვილს ასახელებს. რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი, შორენა აკოფაშვილი ბლიც-ინტერვიუში საუბრობს:


- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- ამაღელვებელი და ძალიან დატვირთული პროცესია. ამასთან ბავშვების ჟრიამული უფრო მატულობს ამ ბოლო დღეებში, საბოლოო შეფასების მოლოდინში ფართოდ გახელილი თვალები და შემდეგ რაღაც ახლის დაწყების მოუთმენელი სურვილი ისეა მომატებული ბავშვებში და ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სადაცაა იფეთქებს იქაურობა. მიყვარს ეს შეგრძნება, ნაღველნარევი სიხარული, ცრემლიანი თვალები, ღელვა და ჟრიამული. სამწუხაროა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უამრავი ღონისძიება და ექსკურსია გადაიდო. ეს ხომ სკოლის ცხოვრების განუყოფელი და ერთ-ერთი ყველაზე წამახალისებელი ნაწილი იყო; იმედია, კვლავ იქნება ასე.

აქვე იწყება ანგარიშების, უწყისებისა და სხვადასხვა სასკოლო დოკუმენტაციის საბოლოოდ მოწესრიგება. ამ პერიოდში განსაკუთრებით იტვირთება სამასწავლებლო პედაგოგებისა და კლასების დამრიგებლების სამუშაო პროცესით. მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, დასათვლელი, დასაწერი და ასე შემდეგ... ისინი გვიანობამდე მუშაობენ, ყველაფერი უნდა მოვასწროთ შვებულებაში გასვლამდე.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- ძლიერ გუნდსა და ძლიერ ლიდერს.მთავარია, ურთიერთდაფასება და გაგება. სკოლის განვითარებაზე თუ ყველამ ერთად არ ვიზრუნეთ, შედეგიც არანაირი არ გვექნება. ძლიერი სკოლის საფუძველი კი მუდმივ თვითგანვითარებაზე, საკუთარ კარიერულ და პიროვნულ წინსვლაზე მზრუნველი მასწავლებელი და სკოლის ლიდერია. მშვენიერი ანდაზა გვაქვს ქართველებს- „ძალა ერთობაშია“!

- გამორჩეულად მახსენდება...

- სკოლის ის ურთულესი დღეები, როდესაც საჭირო ხდებოდა უდიდესი ძალისხმევა და ნებისყოფა, რათა სკოლის მშვიდსა და მზრუნველ გარემოს რღვევა არ დაეწყო.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- პირველ რიგში, მოსწავლის მოტივირებისთვის და ასევე მისი, როგორც პიროვნების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია ოჯახს. სკოლისთვის ოჯახის მხარდაჭერა უმთავრესია ნებისმიერ საკითხში. სკოლის წინსვლა და განვითარება პრობლემების გამოვლენისა და მათი მოგვარების გზით ხდება. არსებული პრობლემების გამოკვეთის მხრივ კი, ვფიქრობ, მშობლის როლი ძალიან დიდია.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- სკოლის კულტურა და მასწავლებლის შეგნება. მასწავლებელი ის მოქანდაკეა, რომელმაც უნდა გამოძერწოს მომავალი მოქალაქე, მეოჯახე, მამულიშვილი, პიროვნება და თუნდაც უბრალოდ ადამიანი.

- დირექტორის მოტივაციაა...

- მოტივირებული და საკუთარი საქმეზე შეყვარებული კოლექტივი. რა თქმა უნდა სკოლის ლიდერი მისი მთავარი ქვაკუთხედია, მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ დირექტორს უდიდეს სტიმულს აძლევენ ის ადამიანები, ვისი კეთილდღეობისთვისაც იგი ბოლომდე იხარჯება.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- გამუდმებული კვლევა, პრობლემების ძიება და მათ გადაჭრის გზებზე გუნდური მუშაობა. ამასთან, საკუთარი თავის კვლევა, შეცდომებზე სწავლა და განვითარება. საუკეთესო მაგალითების მოძიება და დაფუძნება. თანამშრომლობა და გონივრული კრიტიკა. და რაც უმთავრესია, ვფიქრობ, ეს მაინც მონდომება და სურვილია; თუ სურვილი არ გვექნება და ნება არ ედება საფუძვლად ჩვენს წინსვლასა თუ განვითარებას, მაშინ შედეგიც არ გვექნება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება