მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანკითის საჯარო სკოლაში პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში სკოლაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა ჩატარდა.
„როგორც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, 2020-2021 სასწავლო წელს ღვანკითის საჯარო სკოლაში ხორციელდებოდა პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“. ეს გახლდათ პროექტი სახელწოდებით „ჩვენი საუკუნე გიცავს უახლესი!“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას პროექტის ხელმძღვანელი ეთერ ტურავა. მიუხედავად პანდემიისა და სკოლაში დატრიალებული ტრაგედიისა, დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი შედგა, რისთვისაც სკოლის დირექციის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მოსწავლეს და პედაგოგს, მშობლებს, თემს პროექტში ჩართულობისათვის.
15 ინვისს შედგა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ მშობლები, თემისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები: თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე, პროექტების კოორდინატორი იმერეთის რეგიონში ნანა გიორგობიანი, ექსპერტი, ჩვენი სკოლის დიდი მეგობარი სოფო გაგოშიძე, გაზეთ „თერჯოლის“ კორესპონდენტი მზია ცქიფურიშვილი, სოფლის რწმუნებული ტარიელ კუბლაშვილი, ექიმი ირმა ბოჭორიშვილი, ღვანკითის საბავშვო ბაგა-ბაღის გამგე ნინო ღიბრაძე, სოფლის მოძღვარი მამა ანდრია (ყიფიანი).
შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა სკოლის ეზოში. 15-ვე აქტივობა წარმოდგენილი იყო ლამაზად გაფორმებულ პავილიონებში. პროექტის ხელმძღვანელმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას. გავიხსენეთ ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი ქალბატონი ინეზა ზამთარაძე და წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მის ხსოვნას. შემდეგ დაიწყო პავილიონების შემოვლა, სადაც მოსწავლეები და აქტივობის ხელმძღვანელები წარმოადგენდნენ მოკლე ინფორმაციასა და მცირე ნაწყვეტს ჩატარებული აქტივობიდან. ეს აქტივობები იყო:
„დედა ენა - სიბრძნის წიგნი“; „ჩვენი სოფელი - ღვანკითი“; „ენა ქართული დედაა ჩვენი“; „იავნანამ რა ჰქმნა!?“; „ჩვენი სავიზიტო ბარათი“; „ქართული ჭიდაობა“; „ხალხში გაბნეული მარგალიტები“; „მათემატიკა ქართულ ხუროთმოძღვრებაში“; „იქნებ ვაზია სამშობლო“; „შემდეგი გაჩერება - მეღვინეობა „ხარება“; „იუნესკო და ქართული კულტურული მემკვიდრეობა“; რუსულენოვანი - „იუნესკოს კულტურული მემკვიდრე-ობის ძეგლები საქართველოში“; ინგლისურენოვანი - „იუნესკო საქართველოში“; „მინიატურული იმერეთი“; სასკოლათაშორისო - „ქართული კალიგრაფიის კონკურსი“; „ჩვენ ვხატავთ! ჩვენ ვძერწავთ!“; „ანბანის ხეივანი სკოლაში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...