სიახლეები
პიროვნება

„ჩვენ მოსწავლეს ვემსახურებით, დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია“ - მაია მღვდელაძე, თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექტორი
18-06-2021
-
+


ცხოვრების ათეულ წელზე მეტია მოსწავლეების განათლების სადარაჯოზე დგას. თბილისის N108 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს და ქართული ენის წამყვანი პედაგოგია. რა გზა განვლო დირექტორობამდე? როგორი იყო 2020-2021 სასწავლო წელი მისი სკოლისთვის? რატომ მიაჩნია ექსტერნატის გამოცდების მოხსნა სწორ გადაწყვეტილებად და ზოგადად, რატომ ემხრობა მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემას? - Etaloni.ge-ს ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექტორი, მაია მღვდელაძე პასუხობს.

- ქალბატონო მაია, როგორი სასწავლო წელი ჰქონდა თქვენს სკოლას?

- საკმაოდ რთული იყო 2020-2021 სასწავლო წელი, ზედმიწევნით სიფრთხილეს მოითხოვდა ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვის მხრივ, თუმცა შევძელით პრევენციული ღონისძიებების გატარება ისე, რომ მძიმე შემთხვევები არ ყოფილა ჩვენს სკოლაში; ალბათ ეს განპირობებული იყო იმით, რომ მოსწავლეების ნაწილი დისტანციურად სწავლობდა და სკოლა განიტვირთა; ასე რომ, მეტ-ნაკლებად, მშვიდობიანად გავიარეთ სასწავლო წელი.

რასაკვირველია, სირთულეები იყო საგაკვეთილო პროცესისას, რადგან ყველა მოსწავლეს არ ჰქონდა საშუალება, ჩართულიყო დისტანციურ სწავლებაში, თუმცა საბედნიეროდ, ეს არ არის დიდი რაოდენობა და ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს, მასწავლებლებს სჭირდებოდათ დიდი ძალისხმევა, რათა ბავშვს არ გაეცდინა ონლაინ-გაკვეთილები.

- ხარისხი თუა ისეთი, როგორსაც ისურვებდით, როგორც დირექტორი, ქალბატონო მაია?

- რაც შეეხება ხარისხს, ახლა ჯამდება ნიშნები და ბევრი რამ უფრო თვალსაჩინო გახდება; უდავოა, რომ პირისპირ ჩატარებული გაკვეთილები უკეთესია და ამას აღიარებენ მოსწავლეებიც, მშობლებიც, თუმცა დისტანციური სწავლება, შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად მიდიოდა; ჩართულები ვართ ახალი სკოლის მოდელში, შევქმნით უამრავი ელექტრონული რესურსი და ამანაც გაგვიადვილა სიტუაციასთან ადაპტირება.

- აქ საინტერესოა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა. გასაგებია, რომ ახალი ესგ მოქნილი დოკუმენტია, თუმცა ის მხოლოდ მეცხრე კლასამდეა და მაღალ საფეხურზე რამდენად შეძელით სტანდარტის შესრულება?

- აბსოლუტურად არ ყოფილა პრობლემა არც ერთ კლასში - ყველა საგანში შესრულდა სტანდარტი.

- თუმცა წელს ექსტერნატის გამოცდები სწორედ პანდემიის გამო მოიხსნა; ბევრ მოსწავლეს უწევდა თქვენთან ამ გამოცდის ჩაბარება? ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას?

- როდესაც მონაცემები დავაჯამეთ, ჩვენთან საბაზო საფეხურზე მხოლოდ 12 მოსწავლეს უწევდა ამ გამოცდის ჩაბარება. ვეთანხმები თუ არა ამ გადაწყვეტილებას? - რადგან ასეთი მდგომარეობაა მთლიანად ქვეყანაში, რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი. გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან მაინც გვიწევს ცოდნის შემოწმება - კომპლექსური დავალება უნდა შეასრულონ, იაზროვნონ. ზოგადად, მიმაჩნია, ნიშანი უნდა იყოს არა თითო, არამედ რამდენიმე გაკვეთილის შედეგად მიღებული შეფასება.

- თქვენც სადამსჯელო ღონისძიებად მიიჩნევთ ნიშანს?

- მოსწავლეს შინაგანად უნდა ჰქონდეს მოტივაცია - განმავითარებელი შეფასება ყოველთვის უკეთ მოქმედებს, განმსაზღვრელი შეფასება კი ცოტა აკომპლექსებს ბავშვებს - ზოგს არ შეუძლია თამამად გამოხატოს ცოდნა, აქვს შებოჭილობის გრძნობა...

- და ამასთან ერთად, არიან პრობლემური მოსწავლეებიც. რას მოგვიტანს სოცმუშაკების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში?

- ძალიან კარგია, დამხმარე რომ ეყოლება კლასის დამრიგებელს და სკოლას, დანარჩენს კი დრო უკეთ წარმოაჩენს.

- სამედიცინო კაბინეტი, რომელიც უკვე სავალდებულოა, გაქვთ?

- ვფიქრობ, სამედიცინო კაბინეტი სკოლაში უნდა იყოს, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია და ჩვენც, რა თქმა უნდა, გვყავს კვალიფიციური ექიმი.

- ცოტა თქვენზეც მიამბეთ... მკაცრი დირექტორი ჰყავს თბილისის N108 საჯარო სკოლას?  

- მგონი, არ ვარ მკაცრი, თუმცა არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს - მასწავლებლებისგან ვითხოვ გაკვეთილის ხარისხს, მოსწავლეებისგან - არაფერი დააზიანონ და გაკვეთილებზე შეძლონ მინიმალური; ჩვენს სკოლაში მშვიდად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რომელიც საქმეზეა ორიენტირებული და რაც მთავარია -  უნდა იყოს დაცული მოსწავლის, მასწავლებლის უსაფრთხოება.

რაც შეეხება გზას დირექტორობამდე, მუშაობის დიდი სტაჟი მაქვს, ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი, ვიყავი მოადგილეც, დირექტორიც... ძალიან მიყვარს ჩემი  პროფესია - არა დირექტორობა, არამედ მასწავლებლობა; მიყვარს მოსწავლეებთან ურთიერთობა.

- თქვენთვის პირველ ადგილზე ვინაა - მოსწავლე თუ მასწავლებელი?

- რასაკვირველია, მოსწავლე... ჩვენ მოსწავლეს ვემსახურებით და ეს იციან ჩვენმა მასწავლებლებმა. მთავარი არის მოსწავლე, დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია.

- წამყვანი მასწავლებელი ვარო, მითხარით... კარიერული წინსვლის სქემას ჰყავს მოწინააღმდეგეები და მომხრეები. თქვენ რომელ „ბანაკში“ ხართ?

- მე არ ვარ მოწინააღმდეგეთა ბანაკში და არც არასოდეს ვყოფილვარ; ჩვენი სკოლის გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ როდესაც მოვედი, დავინახე მასწავლებლების მზაობა - ესწავლათ და განვითარებულიყვნენ. რასაკვირველია, დამღლელია ეს ყველაფერი - ტრენინგი, გაკვეთილის დაგეგმვა, კომპლექსური დავალებები... მაგრამ მასწავლებელიც უნდა სწავლობდეს მოსწავლესთან ერთად.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯარმელიშვილი პასუხობს
სკოლები

ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება