მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყარო N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფესიის არჩევასა და კარიერის დაგეგმვაში აქტიურად ეხმარებიან. მე-8 კლასში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებს სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები მათ პროფესიებზე ესაუბრნენ.
„მოზარდის მიერ, სწორედ იმ პროფესიის არჩევას, რაც მას აინტერესებს, ეხერხება, უყვარს და, ამავე დროს, დარწმუნებულია თავის მიერ არჩეული პროფესიის სისწორეში, დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მისი მომავალი კარიერისთვის, არამედ გადამწყვეტ როლს ასრულებს მისი, როგორც ადამიანის, საბოლოოდ ჩამოყალიბებაში.
მომავალი პროფესიის შერჩევის დროს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნები პროფესიების მიხედვით.
მაგრამ რა ხდება ჩვენს რეალობაში? ახალგაზრდები პროფესიას ძირითადად მშობლების რჩევის საფუძველზე ირჩევენ. მაგრამ აქვთ მათ ზუსტი ინფორმაცია, რაც სწორ რჩევას, გადაწყვეტილებას განაპირობებს?!
რაც უფრო ადრე ექნებათ მოსწავლეებს წარმოდგენა არჩეულ პროფესიაზე, მით უფრო სახალისო და შედეგიანი იქნება მათი სწავლა. აქედან გამომდინარე, მოსწავლის პროფესიული ორიენტაციის სწორად ჩამოყალიბებაში ხელშემწყობია ერთდროულად ოჯახი, სკოლა და გარემო.
ამ მიზანს ემსახურებოდა 2021 წლის 2 ივნისს, დედოფლისწყარო N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასში (კლ.ხელ-ლი ლია ქადაგიძე) ჩატარებული ღონისძიება, სადაც მოწვეულნი იყვნენ ამავე სკოლის კურსდამთავრებულები, თავის საქმეში უკვე შემდგარი პროფესიონალები: მურთაზ ტოკლიკიშვილი(მანდატურის სამსახური), შორენა ღვინიაშვილი (სკოლის ექიმი), ნინო ხაჩიაშვილი(ფსიქოლოგი), თამარ ალუღიშვილი(უნივრსალური ბანკირი) და ნათია სვიმონიშვილი (სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოცმუშაკი).
მოწვეულმა სტუმრებმა დამაჯერებლად ისაუბრეს შერჩეული პროფესიის ძლიერ და სუსტ მხარეზე. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
მოსწავლეთა უმრავლესობამ სულ სხვაგვარად შეხედა აქამდე არჩეულ პროფესიას: ზოგმა აზრი შეიცვალა, ზოგი მყარად იდგა, ზოგის „დამალული საიდუმლოც“ გამჟღავნდა. ამ ღონისძიების შედეგს ახლო მომავალში შევიტყობთ. დაველოდოთ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც