მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. ღონისძიებების ორგანიზატორი თამარ დუშმანაშვილი იყო. მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე, დაამზადეს ბარათები და შექმნეს კედლის გაზეთი, 14 აპრილთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა კონფერენციაც.
„1978 წლის 14 აპრილს ქართულმა საზოგადოებამ ერთად დგომით შეძლო ენის გადარჩენა, მისი, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩენება. ამ მოვლენის აღსანიშნავად, 1990 წლიდან 14 აპრილს დედაენის დღეს აღვნიშნავთ.
14 აპრილი სხვადასხვაგვარად აღნიშნეს საბუეს სკოლის მოსწავლეებმაც. შეიქმნა პროექტი „დავიცვათ ქართული ენა“, რომლის ფარგლებშიც მათ დაამზადეს საცნობარო ბარათები და ისინი გაავრცელეს როგორც მოსწავლეებში, ისე სოფლის მოსახლეობაში. ასევე დაამუშავეს გაზეთი დევიზით „არა ბარბარიზმს“. მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია თემაზე „ქართული ენის წარსული და აწმყო“ და შექმნეს კედლის გაზეთი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც