სიახლეები
სიახლეები

თბილისში 25 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება განხორციელდება
18-10-2016
-
+


ევროსაბჭოს განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ენერგო-ეფექტურობის პრინციპით, თბილისში 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება განხორციელდება. 

„თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტს“ ხელი დღეს მოეწერა, რომლის ცერემონიას ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

წინასწარი გათვლებით, დაგეგმილი პროექტის განხორციელებით კომფორტულ და უსაფრთხო სასწავლო გარემოში სწავლას დაახლოებით 15 000 მოსწავლე გააგრძელებს. 

ზოგადად, პროექტის მთავარი ამოცანაა, სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად, მიღწეული იქნეს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. 

ამასთან, მოსწავლეთა უსაფრთხოება და პედაგოგებისთვის თანამედროვე სამუშაო პირობების შექმნა. 

ამავდროულად, პროექტით განხორციელდება  მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი - გაუმჯობესდება სკოლების მდგრადობა, შემცირდება ინფრასტრუქტურული მოწყვლადობა სეისმური აქტივობების მიმართ. სულ მცირე 40%-ით შემცირდება შენობებში ენერგიის მოხმარება.

აღნიშნული პროექტი პირველია, რომელიც GEB-ის დაფინანსებით  საჯარო სექტორში განხორციელდება. 

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება