მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის კომპანია Bagic-ის დამფუძნებელი მოსწავლეები და მათი მენტორი „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ საუკეთესო პროდუქტის ნომინაციაში გამარჯვებისთვის სიგელებითა და პრიზებით დააჯილდოვა!
სკოლა „პროგრესს“ კი სამეწარმეო განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელი გადაეცა.
Xა კლასის მოსწავლეებმა კომპანია Bagic „ჯუნიორ ეჩივმენტის“ კონკურსის ფარგლებში შექმნეს და ფინალურ ღონისძიებაზე საუკეთესო პროდუქტის ნომინაციაში გაიმარჯვეს.
კომპანიის დამფუძნებლები არიან Xა კლასის მოსწავლეები: ანა გიგუაშვილი, ილონა წიკლაური, ანა შვანგირაძე, ხატია კუპრავა, ანა ბაშალეიშვილი და ბიზნესგანათლების მასწავლებელი - ნანა კუპრეიშვილი.
Bagic არის ეკოლოგიურად სუფთა, ნაქსოვი ჩანთებისა და საფულეების ბრენდი, რომლის მთავარი მიზანიცაა ჩაანაცვლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოყენებადი პოლიეთილენისა და სხვადასხვა არაეკომეგობრული მასალებისგან დამზადებული ჩანთები.
Junior Achievement Georgia მოსწავლეთა კომპანიების კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ბიზნესიდეიისა და პროდუქტის მქონე მოსწავლეთა კომპანიებს შანსი ეძლევათ თავიანთი ნაწარმი მსოფლიოს გააცნონ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც