21 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ საგარეჯოს დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული იორმუღანლოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნურლან ხალილოვმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
საგარეჯოელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 17 ივნისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 61 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 21 ივნისს „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
გამარჯვებული, იორმუღანლოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნურლან ხალილოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა საგარეჯოელი მოსწავლე „ეტალონის“ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გთავაზობთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“