მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია საჩხერის მუნიციპალიტეტის, ჩიხის საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.
ჩიხის საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“, ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი სიმდიდრეა“ და მოეწყო პრეზენტაცია: „გარემო ფაქტორების გავლენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე“, რომელიც მოამზადეს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქიმიის მასწავლებლის, ლია გოგობერიშვილის ხელმძღვანელობით.
„დროთა განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩვეულ ფორმას კარგავენ. მჟავა წვიმა გოგირდისა და აზოტის მჟავების მაღალი შემცველობით ხასიათდება. იგი გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. გამოიკვეთა მოწოდება „ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“.
მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, ლია გოგობერიშვილს და მოსწავლეებს: ლუკა კვანტიძეს, ნინო მეცხოვრიშვილს, ნინო კალმახელიძეს, ცოტნე ცუხიშვილს, გიორგი შუკაკიძეს, სალომე ჭიღლაძეს, ანა ჭიღლაძეს, ნიკა მამალაძეს, ზვიადი იაკობაშვილს, მარიამ კვანტიძეს, ნათია მაჭარაშვილს, ანი ჭიღლაძეს“, - აღნიშნულია სკოლის მირ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში