მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჯუმის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
ჯუმის საჯარო სკოლაში, მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა, რომლის ორგანიზატორებიც ხათუნა ქვაჩახია და ეკა ჯიქია იყვნენ.
„ღონისძიება, პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მოსწავლეები სიმღერებით, ლექსებით, ცეკვებითა და ინსცენირებით მიესიყვარულნენ ნორჩთა სულის მძერწავ, სიბრძნის კარის გამხსნელ, ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში მეგზურ დიდოსტატებს. სკოლის პედაგოგებმა კი, მე-4 კლასელებს გულთბილად მიულოცეს მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება; წინსვლა და ახალ-ახალი წარმატებები უსურვეს მათ - ცოდნის კიბის ყოველ მომდევნო საფეხურზე“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც