მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის ხელოვანმა პედაგოგმა და მოსწავლეებმა სკოლის კედელი მოხატეს. მათი ნამუშევარი შესანიშნავი გამოვიდა. სკოლის დირექციის ინფორმაციაში ვკითხულობთ:
„ხელოვნების განმარტება, მსგავსად მშვენიერებისა, არის სუბიექტური და არასტაბილური. ამ დილემის ერთ-ერთი გადაჭრაა ვარაუდი, რომ ხელოვნება, პირველ ყოვლისა, გამოირჩევა ვიზუალური შუამავლობით, ანუ უნარით, მიიზიდოს მაყურებლები. არტეფაქტები შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ხელოვნებას, ჩემი აზრით, აქვს იმის პოტენციალი, რომ შეგვძრას ემოციურად, ინტელექტუალურად თუ სხვა მხრივ. მას ეს ძალუძს ვიზუალური მახასიათებლების (მასშტაბი, კომპოზიცია, ფერი და ა.შ.), იდეების გამოხატვის, ოსტატობის, გამომგონებლობითობის, იშვიათობის ან ამ და სხვა ნიშნების გარკვეული კომბინაციის მეშვეობით. ხელოვნების ზემოქმედების გზები იცვლება, მაგრამ როგორღაც ხელოვნებას გავყავართ ყოველდღიური და ჩვეულებრივი გამოცდილებიდან. უდიდესი ნიმუშები მოწმობს ადამიანთა ამბიციის, უნარ-ჩვევების, წარმოსახვის, შემეცნებისა და გრძნობების უკიდურესობას. ამგვარად, ხელოვნება გვიბიძგებს, დავფიქრდეთ იმის ფუნდამენტურ ასპექტებზე, თუ რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა. ნებისმიერ არტეფაქტს, როგორც ადამიანის უნარ-ჩვევების პროდუქტს, შეუძლია, უზრუნველყოს ადამიანის მდგომარეობის გაგება. მაგრამ ხელოვნებას, რომელიც სცდება ბანალურობის საზღვრებს, აქვს პოტენციალი, ყოველივე ეს უფრო ღრმა გზებით გააკეთოს. ამგვარად, ხელოვნება შესაძლოა. გავიგოთ, როგორც არტეფაქტის განსაკუთრებული კლასი, რომელიც გამოირჩევა თავისი უნარით, ვიზუალური გამოცდილების გზით გვაიძულოს, ვიფიქროთ და ვიგრძნოთ.
უღრმესი მადლობა ჩვენს უნიჭიერეს ვარდო მასწავლებელს და მის უაღრესად ხელოვან მოსწავლეებს“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში