მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლას გამორჩეული მოსწავლეები ჰყავს და ამას მხოლოდ სასკოლო ნიშნები არ ადასტურებს. სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსშიც მაღალ შედეგებს აჩვენებენ.
ამჯერად, სკოლის სამი მოსწავლე „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. ესენი არიან: პირველი კლასის მოსწავლე თინათინ გაბიძაშვილი, მისი პედაგოგია ლალი სანთელაძე; მეოთხე კლასელები - მარიამ ჯმუხაძე და ნინო გაბიძაშვილი, რომელთა პედაგოგი ეთერ ნატმელაძეა.
სამივე წარჩინებულმა მოსწავლემ, „კინგსის“ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის მიიღეს დაფინანსება საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის. თითოეულ მათგანს 340 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა ამაყია საკუთარი მოსწავლეებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს მათ: „ვულოცავთ ჩვენს პატარებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! გვეამაყოს თქვენით!“
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში