მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „შუაღამის მზე“ აქტიურად მონაწილეობდა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ სახელით ცნობილ ფართომასშტაბიან გარემოსდაცვით პროექტში, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN.
ეკოკლუბი დაკომპლექტებული იყო ცხრა მოსწავლისა (რიმა სუდაძე, გურამ პეტრიაშვილი, ივანე აღლემაშვილი, მარიამ შერგელაშვილი, ირა შერგელაშვილი, მაკა მაისურაძე, თამარ ახალმოსულიშვილი, ლიზი ინასარიძე) და ერთი ხელმძღვანელი პედაგოგისგან ( სოფიო მაისურაძე).
„შუაღამის მზე“ 7 თვის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მუშაობდა მწვანე სათემო აქტივობებზე. მათი ნახევარწლიანი მუშაობა მოიცავს ასობით საინფორმაციო შეხვედრას, ათობით დასუფთავების აქციას, თანამშრომლობას პარტნიორ ორგანიზაციებთან, უამრავ თანამოაზრესა და სასიკეთოდ შეცვლილ სოციალურ ქცევას.
ეკოკლუბმა მიზნად დაისახა, საკუთარი წვლილი შეეტანა მდგრადი განვითარების 16 მიზნის მიღწევისათვის წამოწყებულ მსოფლიო გამოწვევაში. ამ გეგმის კვალდაკვალ „შუაღამის მზე“ სამცხე-ჯავახეთში რეგიონის გამარჯვებული გახდა და ნახევარფინალურ ტურზეც ამ სტატუსით წარსდგა. უდიდესი სტიმულია ეკოკლუბისა თუ თითოეული მოხალისისთვის ის შედეგი, რომელიც სახეზეა.
პროექტის წესების თანახმად, სკოლას ეკოკლუბის წარმატებული საქმიანობისთვის გადაეცა აღნიშნული პრიზი და რეგიონის ჩემპიონის ტიტულის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მადლობას ვუხდით პროექტის ყველა ორგანიზატორს ახალციხის რესურსცენტრის უფროსს ხათუნა ხმალაძეს, სკოლის დირექტორს ინგა ვარდიძეს, შორენა ხმალაძეს და თამუნა კაპანაძეს ორგანიზატორობის და მხარდაჭერისათვის“, - წერია ეკოკლუბის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის თემა გახლდათ - „ფიზიკისა და მეცნიერების განვითარება“