სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როგორ შეხედოთ გამოცდებს პოზიტიურად თუ დილით გაქვთ ან მეორე ვარიანტი ხართ ან „დასაკარგავში“ გიწევთ ტესტის ჩაბარება
22-06-2021
-
+


გამოცდების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იმატებს აპლიკანტების ნერვიული ფონი. აბიტურიენტებმა უკვე იციან, რომელ დღეს და რომელ სესიაზე მოუწევთ გამოცდის ჩაბარება, შესაბამისად, მღელვარებასთან ერთად უკმაყოფილების მიზეზიც მრავლდება. ზოგს დილის სესია არ მოსწონს, ზოგს მეორე ვარიანტი, ზოგს საგამოცდო ცენტრის ადგილი... თუმცა მოვლენებისადმი პოზიტიური ხედვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ გამოცდა კარგად დაწეროთ.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გამომცდელი აპლიკანტებს რამდენიმე საინტერესო რჩევას უზიარებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეხედონ ყველა მოვლენას პოზიტიურად. etaloni.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

როგორ შევხედოთ მოვლენებს პოზიტიურად:

„თუ გამოცდა რვა საათზე გაქვთ, კარგია, იმიტომ, რომ სიგრილე იქნება და მზე არ გაგაწვალებთ.

თუ 2-ზე გაქვთ, კარგია, იმიტომ რომ გამოიძინებთ და ძალიან ადრე ადგომა არ მოგიწევთ.

თუ პირველი ვარიანტი ხართ, კარგია, იმიტომ რომ შედარებით მარტივი ჩანს ხოლმე პირველი ვარიანტი.

თუ მეორე ვარიანტი ხართ, კარგია, იმიტომ რომ პირველები დაახლოებით საკითხებს გამოიტანენ და მგონი, ტესტიც დაიდება მალევე.

რაც შეეხება იმას, რომ „დასაკარგავებში“ მოვხვდით წერისას, ყველა ასეთ ადგილას ხვდება. ცდილობენ ცენტრები გააკეთონ ქალაქის ხმაურს მოშორებულ ადგილას, მაქსიმალურად სიწყნარეში. ასე, რომ ეგ გარდაუვალი იყო. სამაგიეროდ, კარგია რომ მშვიდად დაწერთ და ხმაური და ბუღი არ შეგაწუხებთ.

მოკლედ, ყველაფერი კარგია, ხო ხედავთ“, - წერს გამომცდელი.

იხილეთ ასევე:

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეგიძლიათ - დეტალები აბიტურიენტებისა და მასწავლებლებისთვის


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება