მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
ქუთაისის N7 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
„ქუთაისის N7 საჯარო, სკოლა ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესაბამისად იზღუდებოდა, კოვიდპანდემიამ დაბრკოლება შეუქმნა „ეტალონთან“ აქტიურ თანამშრომლობასაც. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წლის განმავლობაში, ხშირად გვიხდებოდა დისტანციურ რეჟიმში მუშაობა, მაინც ჩავერთეთ „ეტალონის“ მიერ დაგეგმილ აქტივობებში. ბავშვები ონლაინ-რეჟიმში ახორციელებდნენ სხვადასხვა აქტივობას, გვქონდა, როგორც წარმატებები, ასევე მარცხიც, მაგრამ მოსწავლეები პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, ხალისით ერთვებოდნენ პროექტებში.
ჩვენმა მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს izrune.ge-ს „შემაჯამებელ ტესტში“, შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს. მიიღეს მილოცვა და ასევე გაიარეს სავარჯიშო ტესტი „სიტყვის კონა“, „ჩვენ და სამყარო“...
ვიმედოვნებთ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან დაბრკოლებები ხელს არ შეგვიშლის და აქტიურად ვითანამშრომლებთ „ეტალონთან“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღნიშნული პროექტი მიმდინარე სემესტრის განმავლობაში გრძელდება