სიახლეები
პიროვნება

„როცა მოსწავლე გიყვარს, პატივს სცემ მის ღირსებას, იქ კომუნიკაციის პრობლემაც მოხსნილია“ - გიორგი ლიჩელი, თბილისის N129 საჯარო სკოლის დირექტორი
22-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

თბილისის N129 საჯარო სკოლის დირექტორი, გიორგი ლიჩელი, etaloni.ge-სთან იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც დღეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მეტად აქტუალურია და 2020-2021 სასწავლო წელსაც აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, შეძლებისდაგვარად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

- ბატონო გიორგი, როგორი იყო 2020-2021 სასწავლო წელი თქვენი სკოლისთვის და როგორ დაძლიეთ ის გამოწვევები, რაც პანდემიამ შექმნა საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში?

- მთელი მსოფლიოსთვის, იყო პანდემია გლობალური პრობლემა ყველა მიმართულებით, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, სკოლებისთვისაც. ჩვენთვის 2020-2021 სასწავლო წელი გამოწვევებთან, სირთულეებსა და იმავდროულად, სიახლეებთან შეჭიდების წელი აღმოჩნდა. მთავარი კი ისაა, რომ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ღირსეულად გამკლავება შევძელით და ეს ყველა რგოლის კოორდინირებული მუშაობით მოვახერხეთ.

- იყო თუ არა ამ ფონზე რთული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შესრულება?

- რა თქმა უნდა, რთული იყო პანდემიის ფონზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შესრულება, მაგრამ მასწავლებლებთან ერთად, სწორად შევაფასეთ სწავლა-სწავლების საჭიროებები, შესაძლებლობები და სასკოლო-სასწავლო გეგმის მოდიფიცირებამ მოგვცა საშუალება, მიგვეღწია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგებისთვის.

- წელს ექსტერნატის გამოცდებიც მოიხსნა - ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და ზოგადად, როგორ ფიქრობთ, რატომ დავდექით ამ საჭიროების წინაშე?

- აბსოლუტურად სწორი იყო ექსტერნატის გამოცდის გაუქმება და მივესალმები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას.

- მართებულად იმიტომ მიიჩნევთ, რომ ზედმეტი თავისტკივილი მოშორდათ მასწავლებლებს?

- ამ ბრძანებით განეიტრალდა არათანაბარ პოზიციაში მოსწავლეთა ჩაყენების სავარაუდო შემთხვევები. სწავლება, სასკოლო სივრცის გარდა, ჰარმონიული, სინქრონული, ასინქრონული მეთოდით მიმდინარეობდა, რაც თავისთავად, ტექნიკური თვალსაზრისითაც, გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად გაცდენების რაოდენობის საპატიოდ ან არასაპატიოდ ჩათვლით, სამართლებრივი საფუძვლები სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას გვაძლევდა, რაც გარკვეულ რისკებთან იყო კავშირში.

- გაცდენები ახსენეთ და შეუძლებელია, არ გკითხოთ სტატუსის შეჩერების ვადის შესახებ, რომელიც 45 დღემდე შემცირდა. როგორ ფიქრობთ, ამით ხელი შეეწყობა  ბავშვების სკოლაში დაბრუნებას?

- ვფიქრობ, სტატუსის შეჩერების წესში შეტანილი ცვლილება ხელს უდავოდ შეუწყობს მოსწავლეების სკოლაში დაბრუნებას. კანონში ადრე არსებული ჩანაწერით, 90 სასწავლო დღე მთელ სემესტრსა და მეტ პერიოდს მოიცავდა. არადა, დამეთანხმებით, რომ მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე, მისი სწავლის შედეგებზე ერთი კვირაც კი ნიშნულად მოქმედებს.

- რას მოუტანს სკოლებს სოცმუშაკების ინტეგრირება და თუ შეძლებენ ისინი მოსწავლეების ნდობის მოპოვებას?

- სოცმუშაკის ინტეგრირება სასწავლო პროცესში, ვფიქრობ, დროული ნაბიჯია. ზედიზედ 20 დღის გაცდენის შემდეგ, სკოლა ვალდებულია მიმართოს სოციალურ მუშაკს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ერთვება პროცესში და მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით ეხმარება სკოლის ადმინისტრაციას. ნდობის მოპოვება შესაძლებელია სწორი, ფრთხილი მიდგომითა და პროფესიონალი კადრების, პროფესიონალი სოციალური მუშაკების შერჩევით.

- ბატონო გიორგი, ისიც მითხარით, რა მოლოდინი გაქვთ მომავალი სასწავლო წლისთვის?

- მომავალ სასწავლო წელს ველი დიდი იმედით, რომ სასკოლო სივრცეში შევძლებთ სწავლის განახლებას და არ გვექნება ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც კოვიდპანდემიისგან დაწესებული რეგულაციების დაცვას ახლდა.

- თუმცა, სიახლეებიც გელოდებათ - ელექტრონული ჟურნალი სავალდებულო იქნება. მზადაა თქვენი სკოლა ამისთვის?

- ჩვენი სკოლის უკლებლივ ყველა პედაგოგს აქვს საჭირო ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რაც საჭიროა ელექტრონული ჟურნალის წარმოებისთვის. ას რომ, ამ მხრივ სირთულეები ნამდვილად არ გვექნება და ზოგადად, მოხარული ვარ, რომ ყველა გამოწვევას ჩვენ, პედაგოგებთან ერთად, ღირსეულად ვუპასუხეთ.

- წარმატებული სკოლის თქვენეული ფორმულა გაქვთ, ბატონო გიორგი?

- კომპეტენტური, პროფესიონალი კადრები, უსაფრთხო სასწავლო გარემო, სასკოლო კულტურა, კარგი ლიდერი და გუნდურობა - ესაა ჩვენი წარმატების ფორმულა.

- კარგი ლიდერიო, მითხარით და თქვენს სკოლას სწორედ ასეთი ხელმძღვანელი ჰყავს?

- ვფიქრობ, სკოლას ჰყავს მოტივირებული, კომპეტენტური, დემოკრატიულ ღირებულებებითა და ფასეულობით მოქმედი დირექტორი. ჩემთვის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ურთიერთობები ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს - მთავარია, იყო გულწრფელი და როცა მოსწავლე გიყვარს, პატივს სცემ მის პიროვნულობას, მის ღირსებას, იქ კომუნიკაციის პრობლემაც მოხსნილია.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯარმელიშვილი პასუხობს
სკოლები

ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება