მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა დარჩია თავის საყვარელ მოსწავლეებს, მეოთხეკლასელებს გამოემშვიდობა. პატარებმა პირველ მასწავლებელთან ერთად დაუვიწყარი 4 წელი გაატარეს.
„დიახ, ჩვენ ვართ პირველები! პირველი მეორე ცვლა, არა მარტო ჩვენს სკოლაში, არამედ მთელ გურიაში.
დიახ, 4 წლის წინ ჩვენ ავახმიანეთ, გავაცოცხლეთ ჩვენი სკოლა დღის მეორე ნახევარში და დავამკვიდრეთ სწავლების ეს ფორმა.
იყო ფიქრთა ჭიდილი, როგორ გამოვა, რა იქნება... ბევრი დადებითი ფაქტორი დაურჩა და გამოვიდა.
დღეს უკვე, ჩვენს სკოლაში 6 კლასისთვის ირეკება ზარი მეორე ცვლაში.
დასრულდა ოთხწლიანი ლამაზი, ფერადი ზღაპარი. წინ დიდი, ნათელი გზა გაქვთ გასავლელი. გზას დაგილოცავთ, ეკაკოს ვარსკვლავებო! ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით.
ჩემო უმაგრესო ვარსკვლავებო, სუპერ დედიკოებო და მამიკოებო, გეფერებით ერთად და ცალ-ცალკე. შევეცდები, სექტემბრიდან სწავლების ეს ფორმა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩემს მომავალ პირველკლასელებთან ერთად.
p.s .სცენარისტი, რეჟისორი, დიზაინერი - მე, ჩემი ვარსკვლავები და მშობლები“, - წერს პედაგოგი ეკა დარჩია.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები ცნობილია
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა