მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლიზი ვაჩიბერაძე (IX კლასელი), ნია მორჩაძე (IX კლასელი), ამიკო გოდუ (X კლასელი) ლაშა გოდუაძე (IX კლასელი) და თამთა ვაჩიბერაძე (IX კლასელი) „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ.
მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს და მე-2 ტურში გადავიდნენ.
22 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წყალტუბოელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 67 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 ივნისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“