მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N179 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. რა თქმა უნდა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესაც არ ჩაუვლია ზეიმის გარეშე.
სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ნახატები და საინფორმაციო პლაკატები, რითაც მიიღეს ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ.
„ჩვენი უჭკვიანესი და პოზიტიური მერცხლები, ასე შეხვდნენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. გაეცნენ ამ დღის შექმნის ისტორიას და განახორციელეს სახალისო და ფერადი აქტივობები.
დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ბავშვს გილოცავთ 1 ივნისს და გისურვებთ მშვიდობიან და სიყვარულით სავსე დედამიწაზე გეცხოვროთ!
მუდამ გვიყვარდეს, ვიზრუნოთ და გავათბოთ ერთმანეთი!“ - ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო