მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორ etaloni.ge-ს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და განვითარების სამმართველოს ექსპერტმა, ნიკოლოზ სილაგაძემ ექსკლუზიურად განუცხადა, სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლისთვის შეფასების ორ მოდელს, მესამე დაემატება:
„აქ საუბარია იმაზე, რომ სკოლებს აქვთ ორი ალტერნატივა შეფასების სისტემასთან დაკავშირებით; ახლა კი განხილვები მიდის და აგიხსნით, რას გულისხმობს მესამე ვარიანტი:
დავიწყოთ იმით, რომ განმსაზღვრელი შეფასების გაუქმების შესახებ საუბარი არ არის. ერთ-ერთი ვარიანტით, მოსწავლის წლიური ნიშანი იწერება საშინაო, საკლასო შემაჯამებელ დავალებებში მიღებული ნიშნების საშუალო არითმეტიკულით; მეორე ვარიანტია - მხოლოდ შემაჯამებლით აფასებს სკოლა, აქ თავად ირჩევენ შემაჯამებლის რაოდენობას და მესამე ვარინტი გულისხმობს იმას, რომ იქნება ერთი კომპონენტი ერთი, ნიშანი კი თემის ბოლოს დაიწერება, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს, მოსწავლეს არასასურველი შეფასების გამოსწორების საშუალება მიეცემა“.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ შეფასების მესამე ვარიანტი ჯერ არ დანერგილა, სავარაუდოდ ამ სიახლეს ხელს არაფერი შეუშლის, ოღონდ სკოლებს, როგორც სილაგაძემ განმარტა, შეფასების მხოლოდ ერთი კრიტერიუმის არჩევის საშუალება ექნებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე