სიახლეები
სიახლეები

„პირველი შემთხვევა არ ყოფილა...“ - სოციალურ ქსელში ბავშვზე ძალადობის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა
05-01-2018
-
+


ვიდეო, რომელშიც 3 წლის ბიჭი უფროსის წაქეზებით სიგარეტს ეწევა, განხილვის საგნად იქცა.  

„შემზარავი და ძალადობის ამსახველი,“ - ასე შეფასდა ომბუდსმენის აპარატში აღნიშნული ფაქტი.

სახალხო დამცველის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელის მაია გედევანიშვილის თქმით, ეს არის ბავშვის მიმართ ძალადობა:

„ეს არის ბავშვის ინდივიდუალობის უგულვებელყოფა, მისადმი უხეში მოპყრობა, დამცირება, დაცინვა, მის სათამაშო და გასართობ სუბიექტად გადაქცევა და შესაბამისად, ეს არის ბავშვის მიმართ ძალადობა.“

სოციალურ ქსელში ფოტოებიც გავრცელდა, სადაც ბავშვი სიგარეტს ეწევა, მის მცირეწლოვან დას კი იარაღი უჭირავს და ყავას სვამს. 

ფოტოებმა სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გთავაზობთ კომენტარებს: 

-  ვაი თქვენს პატრონს „მშობლებო“

- ვინც ამ ბავშვის მშობლებს ამართლებს, შეგრცხვეთ...

- გეთანხმებით, რომ არ არის კარგი ხუმრობა, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ ნამდვილად მოაწევინა ბავშვს სიგარეტი. ეს ხუმრობა რომ არ ყოფილიყო, არ გამოაქვეყნებდნენ. მაგას ჯობია, ქუჩაში რომ უპატრონოდ დადიან ბავშვები და ათას უბედურებას ეწევიან და იკეთებენ, იმათ მიხედონ და უშველონ. ვითომ ნახეს რა საქმე. ძალიან ბევრჯერ მინახავს მსგავსი ხუმრობები მამებისგან. 

- ორივე მშობელი სერიოზულად არის გამოსაკვლევი და სავარაუდოდ, სამკურნალო

- ღმერთო ჩემო რა შეუგნებლობაა! აღვშფოთდი!

- ვაი, თქვენს პატრონს უბედურს, საქმე ვერ მოგინახავთ უსაქმურებო. იმას რატომ არ კითხულობთ ახალგაზრდა მშობლები დაასაქმოთ რომ საკუთარ შვილებს მიხედონ, ეს არ არის ძალადობა. ამდენი ახალგაზრდა მშობელი უმუშევარი რომ არის? - ან ეს ძალადობა არ არის ბავშვები, რომ ჰყავთ დატოვებული მშობლებს ლუკმაპურის გულისთვის, გადახვეწილები რომ არიან და ენატრებათ პატარებს მშობლები? 

- ეს რა უბედურება სჭირთ ასე ერთნაირად განუვითარებლები როგორ არიან.. საცოდავი ბავშვები

- მათთან შვილების დატოვება დანაშაულია, გავგიჟდი ეს რაც ვნახეთ ამ სურათებში და რაც სურათების მიღმა ხდება ალბათ, წარმოდგენაც არ მინდა, ამათმა რა შვილები უნდა აღზარდონ ან გაზარდონ, ფსიქიკას, ბავშვობას და ჯანმრთელობას უსპობენ. ამის გულისთვის ნამდვილად ჩამოვართმევდი ამ ბავშვებს

- იცით რა მინდა დავწერო? რა თქმა უნდა, საშინელებაა რაც აქ დევს და სამხილებელია, მაგრამ ჩამოართვა შვილები და ბავშვი დედას დააშორო ეს არაა სისასტიკე? მშობლებს უნდა მიეცეთ დარიგება, რომ ეს არ გააკეთონ არასდროს და კიდევ არავის გინახვათ მსგავსი სიტუაცია თქვენს გარშემო? მე კი და რა თქმა უნდა, არ მომწონებია და თქვენც გინახათ, მაგრამ გაჩუმებულხართ და ხუმრობად მიგიღიათ. მიდით ახლა და მესროლეთ ტალახი სიმართლის თქმისთვის. დასაგმობი საქციელია, რომ არავინ არასდროს არ გააკეთოს, მაგრამ ეს ოჯახი არაა გამონაკლისი სამწუხაროდ. შვილის წართმევა არაა გამოსავალი...ბავშვი უფრო დაიჩაგრება ვიდრე მშობელი, ასე მგონია.

- ზოგთან რა მაგრად ბნელა. აქ ფაქტი ისაა,რომ ამ ბავშვის მშობლები აღზრდაში უშვებენ უდიდეს შეცდომას და ვერ ხვდებიან, თუ რა ზიანს აყენებენ შვილს. ამიტომ შვილის ჩამორთმევა და უარესი ზიანის მიყენება კი არ არის საჭირო და გამოსავალი, არამედ ამ მშობლებთან სათანადო სპეციალისტის მუშაობაა საჭირო, რათა აჩვენოს ასეთი აღზრდის უარყოფითი მხარე. აქ ხომ აშკარად იკვეთება ბოროტება კი არა, არამედ მშობლების უვიცობა...

ძალადობის ამსახველ ვიდეო მასალას უკვე ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს. სოციალური მუშაკი მაია აბულაძე ამბობს, რომ ბავშვების დედასთან პოზიტიური შეხვედრა შედგა და ამ ეტაპზე საქმეში ფსიქოლოგების ჩართვა საჭირო არ არის. დედ-მამა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება