TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი ყველა გამოწვევას“-სამტრედიის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა კუბლაშვილი სასწავლო წელს აჯამებს 
23-06-2021
-
+


მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულა. სკოლის დირექტორი ლეილა კუბლაშვილი Etaloni.ge-სთან​ წელს აჯამებს.

„დავიწყებ სასიხარულო ინფორმაციით, ჩვენი სკოლა წელს მიეკუთვნა იმ სკოლების რიგს, რომლებიც სწავლობენ მესამე თაობის სასწავლო გეგმის მიხედვით, პედაგოგები სიახლეს დადებითად შეხვდნენ, ქოუჩებიც ძალიან კარგები იყვნენ, რაც საჭირო იყო ყველაფერს ლოგიკურად გვიხსნიდნენ, პრობლემის შემთხვევაში ერთად ვარკვევდით საკითხებს. ამ მხრივ, ჩემმა პედაგოგებმა წარმატებას მიაღწიეს.

სწავლებას რაც შეეხება, ნახევარი წელი, იანვრამდე ვიყავით დისტანციურზე. შემდეგ უკვე ჰიბრიდულზე, თუ გამოჩნდებოდა კოვიდის კერა კონკრეტული კლასი გადამყავდა ​დისტანციურზე.

აქტოვობებს შეძლებისდაგვარად და რეგულაციების დაცვით ვაკეთებდით, გავმართეთ 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება, კლასის ხელმძღვანელთა საათები ტარდებოდა, გვქონდა „ბოლო ზარი“ და გამოსაშვები საღამო. ხარისხის მართვის ჯგუფი ინტენსიურად მუშაობდა. ყველა სტატუსის პედაგოგი: მენტორი, წამყვანი თუ უფროსი ატარებდა გაკვეთილებს, გვქონდა შეჯამება, გაანალიზება. ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჩემი პედაგოგებით. რა თქმა უნდა, ყველა გაკვეთილს ვერ ვესწრებოდი, მაგრამ ახლა უკვე თითქმის ყველას დავესწარი და კმაყოფილი ვარ ყველას მუშაობით და წარმატებით.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა დიდი არაა, ძალიან მოტივირებული მოსწავლეები და პედაგოგები მყავს, წელს მე-12 კლასის 12 მოსწავლიდან 3 ოქროს მედლის კანდიდანტია, ერთი წარჩინებული მე-9 კლასელი პორტატულ კომპიუტერს მიიღებს. მახსენდება დიდი გალაკტიონის სიტყვები: „დიდი მდინარის პირას დაბადებულმა ხალხმა არ გაჯობოს გალაკტიონ, პატარა მდინარის პირას დაბადებულ ადამიანსო“ პატარა სკოლა, ვართ, მაგრამ არ მინდა დიდ სკოლებს ჩამოვუვარდებოდეთ.

ახლა უკვე ხდება შეჯამება, ვმუშაობთ ჟურნალებზე, ცხრილებზე, აგრეთვე ახალი სასწავლო გეგმის იმ პუნქტებზე, რომლებიც უნდა შესწორდეს სასწავლო გეგმაში. ვფიქრობ, 2020-2021 სასწავლო წელს, ყველა გამოწვევას კარგად გავართვით თავი.

და ბოლოს, ჩემს პედაგოგებს ვუსურვებდი, იყვნენ მოტივირებულნი ახალი ენერგიით, რომ ახალი ძალისხმევით შევუდგეთ ახალ სასწავლო წელს. მთავარი ჩვენთვის ბავშვია, მისი სწავლა-განათლება, მინდა იყვნენ გამორჩეულნი, როგორც განათლებით ასევე აღზრდით და პირნათლად შეასრულონ მათი ფუნქცია“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება