სიახლეები
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია „XXI საუკუნის კონფლიქტები: შედეგები და გადაჭრის გზები“
23-06-2021
-
+


2021 წლის 22 ივნისს ონლაინ რეჟიმში წარიმართა საერთაშორისო კონფერენციის – „XXI საუკუნის კონფლიქტები:შედეგები და გადაჭრის გზები“ – მუშაობა.

 სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორები არიან:

უკრაინის უმაღლესი განათლების ეროვნული აკადემია, კიევის ეროვნული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ინსტიტუტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა სრულიად უკრაინის ასოციაცია, უკრაინის ჟურნალისტურ ორგანიზაციათა კონფედერანცია, საერთაშორისო კულტურული ცენტრი „სიავო“.

კონფერენციას მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც მიმოიხილა ქართულ-უკრაინული მჭიდრო კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები და ფორუმს განსახილველად წარუდგინა მოხსენება „საუნივერსიტეტო დიპლომატიის – როგორც მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა“. ავტორმა აღნიშნა, რომ სწორედ აკადემიური სივრცე ყველაზე მეტადაა მზად კონფლიქტების დარეგულირების და მოგვარების შესახებ სამუშაოდ და სამოქმედოდ. სამწუხაროდ, ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ არეალს უგულვებელყოფენ კონფლიქტში ჩართული ძალები. აღნიშნულმა იდეამ კონფერენციის მონაწილე უცხოელი მონაწილეების დაინტერესება გამოიწვია.

 სამეცნიერო ფორუმს მიესალმნენ ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაზე მოხსენებებით ასევე წარსდგნენ:

  • პროფესორი ზურაბ პაპასქირი – „მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობების კოლიზიებზე 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის აღიარების“ შემდეგ“;
  • ასოცირებული პროფესორი ელგუჯა ქავთარაძე – „ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში“;
  • ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი დავით ზაქარაია – „რუსული ოკუპაციის თავისებურებები (საქართველოს მაგალითზე);
  • ასოცირებული პროფესორი გურამ მარხულია – „აშშ და რუსეთი გეოპოიტიკური ბრძოლა პოსტსაბჭოთა სივრცეში“;
  • პროფესორი ვალერი ჩეჩელაშვილი – „კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში: ახალი რეალიები და დარებულირების პერსპექტივები“;
  • საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა – „აფხაზთა ეთნოკრატია ოკუპირებულ აფხაზეთში 1994-2007 წლებში“.
კონფერენციის დასასრულს უკრაინის მხარემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან „ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“ სპეციალური მედლით დააჯილდოვა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება