მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მე ვზრუნავ შენზე“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს. ბავშვებმა იციან, რომ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია და თავიანთი წვლილი შეიტანეს სკოლის მოვლაში.
პედაგოგი ბელა ხეცურიანი გვიამბობს:
„მე ვზრუნავ შენზე“ - სულით ხორცამდე გაისიგრძეგანეს და გაითავისეს ეს სამი სიტყვა ჩემმა მზრუნველმა გოგო-ბიჭებმა და თავიანთ მადლიან მარჯვენას არ აკლებენ მათ ირგვლვ არსებულ ცოცხალსა თუ არაცოცხალ, მოძრავ თუ უმოძრაო სამყაროს. ახლა კი ჯერი ჩვენი სკოლის ეზოზე მიდგა. ამ ულამაზეს და საკმად ვრცელ ტერიტორიას არც თუ მცირე ხელი სჭირდება. მართალია, მასზე ზრუნავს დირექცია, სამნეო ნაწლი, მაგრამ ჩემმა პატარებმაც წვლილი შეიტანეს და ეზოს ... ადგილას ... ძირი ყვავილი დარგეს. იციან, რომ არა მარტო თვითონ, სხვებიც გაიხარებენ ლამაზი გარემოს ცქერით.
ასევე მათი ზრუნვის საგნად იქცნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები. ჩემს მოსწავლეებზე უმცროსი ის გოგო-ბიჭები, რომლებიც მომავალ წელს მეხუთე კლასის მოსწავლეები იქნებიან. ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ უმცროს მეგობრებს. მეხუთე კლასის მოსწავლეები ისტორიის კარს შეაღებენ, იწყებენ მოგზაურობას ყველაზე სანტერესო ამბების სამყაროში.
აქამდე ზღაპრად ქცეული გმირების რეალურ ცხოვრებას ეზიარებიან, მათთან ერთად იბრძვიან და იმარჯვებენ. როგორც ყველა საგანს, ისტორიასაც თავისი სპეციფიკური გამომსახველობითი ფორმები და სიტყვები ახასიათებს. მეოთხეკლასელებს საგანთან შეჭიდება რომ არ გაუჭირდეთ და უცნობი ლექსიკური ერთეულები იოლად გაითავისონ, პროექტის წევრებმა ორი ისტორული მოთხრობის საფუძველზე იმუშავეს უმცროს მეგობრებთან. წაუკითხეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, როგორ აღმოაჩინონ თავად მათი მნიშვნელობა და როგორ გახადონ ტექსტი მეტად გასაგები, ვიდრე ეს ერთი წაკითხვით ჩანს.
ვთვლი, რომ ბავშვებმა ჩანფიქრს კარგად გაართვეს თავი. უმცროსი მეობრების დადებითი ემოციები დაიმსახურეს და სკოლის ეზო კი ახალი სასწავლო წლის დასაწისში გაახრებს მათ თვალსა და გულს.
მადლობა ჩემს დაუღალავებს!“
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო