მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე გვესაუბრება:
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ, როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
- 2020-2021 სასწავლო წელი დიდი იმედებით დაიწყო, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდებოდა, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა და მიუხედავად იმისა, ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და მაქსიმალურად უზრუნველვყავით ჩვენს სკოლაში უსაფრთხოება, გაირკვა - დისტანციურ რეჟიმში უნდა გვესწავლა. შედგა ცხრილი, მშობლებიც საქმის კურსში ჩავაყენეთ.
მაღალმთიანი რეგიონისთვის ხარისხიანი ინტერნეტ-კავშირი გამოწვევაა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, სასწავლო პროცესი წარმატებით წარგვემართა - ვიყენებდით ყველა რესურსს, სოციალურ ქსელს, teams-ის პლატფორმას, გავეცანით ყველა სიახლეს, დირექტორის მოადგილეც და პედაგოგებიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და სირთულეებიც დავძლიეთ. ვმართავდით ონლაინ შეხვედრებს, ვუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას, რათა სასწავლო პროცესი არ დაზარალებულიყო; დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ სასწავლო წლის პირველ სემესტრში ახალსოფლის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა წარმატებით გაიარა გარედაკვირვება და მიიღო წამყვანის სტატუსი.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?
- მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და მით უმეტეს, ასეთ რთულ დროში, უმნიშვნელოვანესია. მათ ყველაფერი გააკეთეს, ბავშვებს სწავლაში ჩამორჩენა არ ჰქონოდათ, შეიძინეს ტექნიკური საშუალებები, აკონტროლებდნენ - ბავშვებს გაკვეთილები არ გაეცდინათ...
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?
- მასწავლებელს უდიდეს მოტივაციას აძლევს მოსწავლის სიყვარული და მინდა, თითოეულმა მათგანმა, ვინც გამოცდაზე გადის, იცოდეს - ბავშვები მომავალ სასწავლო წელს მათთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან. წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, არც გამოცდის ჩაბარება გაუჭირდებათ.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?
- პროფესიის არჩევანი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომლის გადადგმისას, მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?
- ეს საკითხი უდავოდ აღელვებთ მშობლებს და ვისურვებდი, რამდენიმე დღის ასაკობრივი სხვაობის გამო, ბავშვს მთელი წელი არ სჭირდებოდეს ლოდინი სკოლაში შესასვლელად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.