ჩხორიის სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნინო ჯოჯუამ წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტული მესამედ მოიპოვა
25-06-2021
დაკოპირებულია
-
+
ასოციაცია „ათინათის“ პროექტ „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარების“ ფარგლებში, უკვე მესამედ, წლის საუკეთესო ინგლისური ენის კლუბის ლიდერი მასწავლებლის ტიტული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნინო ჯოჯუამ მოიპოვა.
ჩხორიის საჯარო სკოლა ამაყობს პროფესიონალი პედაგოგის მიღწევით და მომავალშიც ბევრ წარმატებას უსურვებს.
„ვულოცავთ ნინო ჯოჯუას ღირსეულ ჯილდოს, 2021 წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტულის მინიჭებას. იგი მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი პასუხისმგებლობით გამორჩეული პედაგოგია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი შრომისმოყვარეობა და ნიჭიერება დააფასა“, - ნათქვამია ჩხორიის სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სკოლისვე ცნობით, ასოციაცია „ათინათთან“ გატარებული შვიდი წელი ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო. პროექტის ფარგლებში სკოლაში განხორციელდა:
8 საგრანტო პროექტი;
უამრავი საკლუბო ინიციატივები;
საკლასო პროექტები;
საქველმოქმედო და მოხალისეობრივი აქტივობები;
ტრენინგები სხვადასხვა თემებზე : გენდერული თანასწორობა,ეფექტური კომუნიკაცია, ადვოკატირება,კონფლიქტისა და დროის მართვა, ძალადობა ოჯახში და ბულინგი, მოხალისეობა და სხვა - მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, დირექტორებისთვის;
სპორტული შეჯიბრებები;
შედგა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან;
ჩატარდა საინტერესო კონკურსები, მათ შორის მშობელთა ჩართულობითაც;
ხდებოდა ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა.
ჩხორიის საჯარო სკოლის დირექციის ინფორმაციით, პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდას; მოსწავლეებს, განუვითარდათ კვლევა-ძიების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; კლუბის ლიდერმა მასწავლებლებმა გაიუმჯობესეს ცოდნა და უნარები კლუბების წარმართვის, კლუბის ინიციატივებისა და მცირე საგრანტო პროექტების კოორდინაციის მიმართულებით.
„ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის დონორ ორგანიზაციებს და ასოციაცია „ათინათს“, მის თითოეულ თანამშრომელს: ბატონ გია ხასიას, ქალბატონებს: რუსუდან ყალიჩავას, სალომე ჟვანიასა და სალომე გუგუჩიას, იმ დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის, იმ დიდი ამაგისთვის, რაც ჩვენზე გაწიეს და უსურვებს წარმატებებს „კიდევ მრავალთა საქმეთა საქმნელად“, - აცხადებენ ჩხორიის სკოლის დირექციაში.