სიახლეები
სამასწავლებლო

„პროფესიული განვითარება და თანამედროვე რეფორმების ფეხის აწყობა პედაგოგისთვის აუცილებელია“ - ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გაზდელიანი
25-06-2021
-
+



როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გაზდელიანი გვესაუბრება:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?

-  2020-2021 სასწავლო წელი, პირადად ჩემი 10 წლიანი მუშაობის პერიოდში, ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო,  გასულ წლებთან შედარებით. ამის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი კი მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებული პანდემია იყო, რომელმაც მართლაც ძალიან ბევრი გამოწვევების წინაშე დააყენა არამარტო სკოლები, არამედ თითოეული ადამიანის ცხოვრების წესი.
ხოფურის საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი და უმთავრესი მიზანი იყო სასწავლო პროცესის კლასებში შენარჩუნება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში და ჩვენ ეს შევძელით. კოვიდ19-ის არც ერთი შიდა გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რადგან ვიყავით აბსოლუტურად აღჭურვილები ყველა საჭირო რესურსით. ასევე, ძალიან დიდი მადლობა ხოფურის სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს არსებული რეგულაციების დაცვისთვის. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილმა განაპირობა ის, რომ 2020-21 სასწავლო წელი ნაყოფიერად დავასრულეთ.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- დიახ, მშობელთა ჩართულობა ნამდვილად გაიზარდა, რადგან წელს მშობლებთან უფრო მეტი კონტაქტი იყო საჭირო. ეს განპირობებული იყო, პირველ რიგში, ისევ პანდემიის ფონზე. ჩვენი სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში და ამ მხრივაც, მშობლებთან მეტი აქტიურობა იყო საჭირო. ასევე განაპირობა იმანაც, რომ სკოლას შემუშავებული აქვს მშობლებთან ჩართულობის მექანიზმების სხვადასხვა მეთოდი, რაც ასევე ძალიან კარგად მოქმედებს მშობლების გააქტიურების კუთხით.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- ეს ის საკითხია, რომელიც მთლიანად განაპირობებს სკოლის მუშაობის და თუნდაც არსებობის ბედს. რა თქმა უნდა, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება, პროფესიული განვითარება და თანამედროვე რეფორმების ფეხის აწყობა  თითოეული პედაგოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
ჩემი სკოლის პედაგოგების თითქმის 90 პროცენტი არის კომპეტენტური, რითაც, მე, როგორც სკოლის დირექტორი, ძალიან ამაყი ვარ. სკოლაში გვყავს, როგორც უფროსი, ასევე წამყვანი პედაგოგები. პედაგოგების მცირე ნაწილი კი დარეგისტრირებული არიან გამოცდებზე და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად ჩააბარებენ, რადგან  ემზადებიან და მათ ამის, როგორც მზაობა, ასევე ძალიან დიდი პოტენციალი, ნამდვილად, აქვთ. როგორც, მათ, ასევე სკოლის თითოეულ წევრს მინდა ვუსურვო ბედნიერი ზაფხულის, წინსვლა და წარმატებები, როგორც პროფესიულ, ასევე პირად საქმიანობაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება