მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი მომავალი“ და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები. ამჯერად წარმოგიდგენთ პროექტის ვიდეომიმოხილვას, სადაც სასკოლო საზოგადოება პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების ერთგვარ შეჯამებას აკეთებს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს