მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მასწავლებლები მთელი ზაფხული ისვენებენ, ხელფასს რაში იღებენ?“ - მსგავსი ფრაზები, ალბათ, ბევრისგან გაგიგიათ. სინამდვილეში, მასწავლებლები სასწავლო წლის დასრულების შემდეგ თითქმის კიდევ ერთი თვე დადიან სკოლაში და სანამ ახალი სასწავლო წელი დაიწყება იქამდე 3 კვირით ადრე იწყებენ მუშაობას.
რა ევალებათ დირექციასა და პედაგოგებს, როდესაც სასწავლო წელი მთავრდება? - საკმაოდ ბევრი რამ.
დავიწყოთ კლასის ხელმძღვანელებით, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ნათლად არის გაწერილი დამრიგებლის მოვალეობები სასწავლო წლის ბოლოს:
დამრიგებელმა უნდა:
გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით.
მოგეხსენებათ, სკოლებში საგნობრივი კათედრები არსებობს, კათედრა სემესტრში მინიმუმ ორჯერ იკრიბება, მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამებისა და ანალიზის მიზნით. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდეც.
სკოლა მომდევნო წლის სასკოლო სასწავლო გეგმისათვის მუშაობას იწყებს სასწავლო წლის დასრულებისთანავე განვლილი სასწავლო წლის შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე. სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა დამტკიცდეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე.
გარდა ამისა, სასწავლო წლის დასასრულს, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი აფასებს შესაბამის საგანში სსსმ მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები), შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშს წარუდგენს დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოსა და მშობელს.
სკოლა ვალდებულია შეიმუშაოს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის.
ამასთან, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ახალი სასწავლო წლისთვის საათების გადანაწილება და გაკვეთილების ცხრილის შექმნა, რომელიც სკოლის დირექციის „ტვირთია“.
სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს პედაგოგებს მატერიალური ჟურნალის გარდა, ელექტრო ჟურნალის შევსებაც დაევალათ, რაც საკმაოდ შრომატევადია.
ასე, რომ მასწავლებლების შრომა დასაფასებელია, ისინი ბევრ საქმეს აკეთებენ ისე, რომ ამას სხვა, სკოლაში არადასაქმებული პირი ვერ ხედავს.
პანდემიისგან გამოწვეული ცვლილებებით გადაღლილი, ორ ფრონტზე - დისტანციურსა და საკლასო ოთხში „მებრძოლი“ მასწავლებლები ნამდვილად იმსახურებენ შრომის დაფასებასა და სასიამოვნო შვებულებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.