ცეკვა ყურძნებით - მესხეთის საჯარო სკოლის პირველკლასელების კრეატივი
30-11-2017
დაკოპირებულია
-
+
მესხეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელების მონაწილეობით, საშემოდგომო ზეიმი გაიმართა. საკლასო ოთახი სავსე იყო შემოდგომის ჭირნახულით, კედლებსა და იატაკს ყვითელ-წითელი ფოთლები ამშვენებდა. სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს. აუდოტორიისგან განსაკუთრებული ოვაციები გოგონების მიერ შესრულებულმა ცეკვამ დაიმსახურა - პატარები ყურძნებით ხელში წარსდგნენ მაყურებლების წინაშე და კრეატიული საცეკვაო ნომერი შესთავაზეს დამსწრეებს.
როგორც სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად წარმოაჩინეს.