მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი ია მეფარიშვილი კორონავირუსის ფონზე განვლილ სასწავლო წელს აფასებს. დირექტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოულოდნელი გამოწვევებისა, მასწავლებლებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვეს და მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება საინტერესო გახადეს.
„თითქმის ორი წელი გავიდა, რაც კაცობრიობა სრულიად ახალმა მოვლენამ, რომელსაც „კოვიდ-19“ ეწოდა, ისეთი გამოწვევების წინაშე დააყენა, რომელიც პლანეტას შუა საუკუნეების შემდეგ არ უნახავს.
ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, უარყოფითა იმოქმედა საგანმანათლებლო პროცესებზე. სკოლის მოსწავლეობა ისედაც არ არის ადვილი, კორონავირუსის პანდემიამ კი განათლების პროცესი და მთლიანად ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა.
2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში, პერიოდულად, რამდენჯერმე მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, სპორტული და სხვა სასწავლო ღონისძიებები გაუქმდა. მეგობრობამ და ადამიანებთან ურთიერთობებმა ონლაინ ჩატებში და ვიდეო ზარებში გადაინაცვლა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მასწავლებლები იგივენაირად ცდილობდნენ გაკვეთილების წარმართვას ონლაინ სივრცეში. ერთმანეთის გვერდით დგომით დავხვეწეთ უამრავი ახალი სასწავლო მეთოდი, ვიყავით მუდმივად ძიების პროცესში, შევისწავლეთ სხვადასხვა ინტერნეტ პროგრამა, რომ პირნათლად წარვმდგარიყავით მოსწავლეების წინაშე. ვფიქრობ, ამ საქმეს მეტ-ნაკლებად კარგად გავართვით თავი.
კიდევ ერთელ ვაყოლეთ თვალი ცოცხალ საგაკვეთილო პროცესებს, რომლებიც საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა. მთელი წლის განმავლობაში დაგვიგროვდა, უამრავი ბედნიერი წუთი და საინტერესო თავგადასავალი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩემი პედაგოგების მიერ ორგანიზებული კლასგარეშე აქტივობები, განხორციელებული ლაშქრობები, რომელთა ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც ჩვენი სკოლის გვერდზეა განთავსებული.
მე კიდევ ერთელ ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოსწავლეს სასწავლო წლის დასრულებას, ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას და საინტერესო თავგადასავლებით სავსე ზაფხულს“, - წერს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო