მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. სკოლის ბეჯით მოსწავლეებს izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგები აქვთ!
მათი მასწავლებელი ანა გაბაიძე ბავშვების შედეგებსა და მოსწავლეების წარმატების სიხარულს გვიზიარებს:
„მე ვარ მარიამ ირემაძე, უკვე მეხუთეკლასელი. ძალიან მიყვარს კითხვა, თქვენი ტექსტები კი ძალიან საინტერესოა და უფრო მინდება კითხვა. მადლობა, რომ მეხმარებით უკეთ სწავლაში. ძალიან, ძალიან მიყვარხართ“.
„ძალიან საინტერესო ტესტები გაქვთ მათემატიკაში, განსაკუთრებით ველოდები ხოლმე მათემატიკის ტესტებს, რადგან უფრო სხარტს მხდის. დიდი მადლობა, რომ ზრუნავთ ჩემზე და სხვა ბავშვებზე. მიყვარხართ“, ამბობს მეოთხეკლასელი რეზიკო.
„ეს ჩემი ბეჯითი და მზისთვალება გიგია. ყოველ ხუთშაბათსა და კვირას ისე ელის, მგონი მასე ჩემი დანახვაც არ უხარია. გიგიმ მადლობა შემოგითვალათ, რადგან უკვე მერამდენედ გაახარეთ. გიგის ძალიან უყვარს ლიტერატურის კითხვა, რაშიც თქვენი ტესტები ეხმარება. ბოლოს, მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ძალიან მეხმარებით ბავშვებთან ურთიერთობაში.
მთელ მომუშავე კოლექტივს უდიდესი მადლობა. მინდა კიდევ დიდხანს იყოთ ჩვენს გულებსა და ცხოვრებაში“.
30 მაისს, izrune.ge-ზე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.