მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს და სკოლის მიღწევებზე გვესაუბრება. მთელი წლის განმავლობაში თითოეული მოსწავლე და პედაგოგი აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმაც წარმატებით დაინერგა. გარდა ამისა, სკოლაში შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდა, მასწავლებლებმა კი პროფესიული წინსვლისთვის წარმატებული აქტივობები განახორციელეს.
„2020-2021 სასწავლო წელი იმით გამოირჩეოდა, რომ უპირველესი იყო კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება და ამის შემდეგ წვდომა იმ საგანმანათლებლო სიახლეებზე, რომელიც ითვალისწინებდა სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას, სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება - დანერგვას, სკოლის ეფექტურ მართვას, სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას. მასწავლებლებს უტარდებოდათ ონლაინ შეხვედრები ყველა საგანში. მათ კარგად გააცნობიერეს საგაკვეთილო პროცესში სამიზნე ცნებებიდან გამომდინარე რა აქტივობები იყო უფრო ეფექტური მოსწავლეებში მკვიდრი წარმოდგენების შესაქმნელად. ასევე მოსწავლეებმა გაიგეს კომპლექსური დავალებების შესახებ. პერიოდულად სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა. ერთმა მასწავლებელმა გარე დაკვირვების ონლაინ–გაკვეთილი ჩაატარა ერთმოსწავლიან კლასში და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო მოსწავლეთათვის იმ დანაკლისის ანაზღაურება, რაც პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია სწავლა–სწავლების საკითხში. დირექციის და მასწავლებლების ძალისხმევით, მათი დაუღალავი შრომით და მშობლების მხარში დგომით მოსწავლეებმა შეძლეს ამ პრობლემის დაძლევა. დისტანციური სასწავლო პროცესიდან დასწრებულ სწავლებაზე გადასვლისთანავე მოსწავლეებს ყველა საგანში უტარდებოდათ გაკვეთილები წინასწარ შემუშავებული აუცილებელი საჭიროებების გათვალისწინებით.
მოსწავლეები მშობლების დახმარებით უზრუნველყოფილი იყვნენ ციფრული ტექნოლოგიური საშუალებებით და ინტერნეტით. ჩვენი სკოლის არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილა სასწავლო პროცესის მიღმა. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ყველა მოსწავლესთან იოლად ხერხდებოდა ონლაინ კავშირი. წლის ბოლოს ყველა საგანში იქნა დაძლეული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტის შესაბამისი მასალა. სკოლაში რამოდენიმე პროექტი განხორციელდა სხვადასხვა საგანში.
მხატვრული ღონისძიებებით, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, საინფორმაციო და საგამოფენო სტენდებით, ნახატებისა და ნაკეთობების გამოფენებით აღინიშნა ღირსშესანიშნავი თარიღები: ოკუპაციის დღე, „ლეგენდები თამარ მეფეზე“, დედის დღე და ქალთა დღე, π რიცხვის (მათემატიკური მუდმივა) დღე, დედა ენის დღე, დედამიწის დღე და სხვა. ჩატარდა შემეცნებითი ღონისძიებები „ვინ იტყვის პირველი“ და „რა? სად?როდის?“
უკეთესი მომავლის იმედით ველოდებით მომდევნო სასწავლო წელს“, - წერს თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები განათლებაში - რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და სკოლის დირექტორების კონკურსი, ცვლილება ეროვნულების პროგრამაში...
სანტა კლაუსი გამოცხადდეს უცხოეთის აგენტად - რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება სანტა კლაუსი და საშობაო, ინლისურენოვანი სიმღერები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა სიამაყით გვაცნობს მეთორმეტეკლასელებს, რომლებსაც წლის ბოლოს, ცხოვრების ახალ ასპარესზე დაულოცავენ გზას
ძველ ბერძნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა იმპერიის სიდიადე წარმოაჩინეს, სასკოლო საზოგადოებას მისი კულტურა და ისტორია გააცნეს
მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებითა და საშემსრულებლო ოსტატობით აუდიტორია სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა და მათ მხურვალე ტაში დაუკრა
სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია