მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლისთვის 2020-2021 სასწავლო წელი ნაყოფიერი იყო. მიუხედავად პანდემიისა, სკოლაში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ბევრი სიახლე დაინერგა, ერთ-ერთი მათგანი „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართვაა.
„დასასრულს მიუახლოვდა კიდევ ერთი რთული (პანდემიის გამო) და შემოქმედებითი წვით გაჯერებული სასწავლო წელი. ბევრი საინტერესო მოვლენა გვექნება გასახსენებელი, ბევრი სიახლე დაინერგა, აღსანიშნავია, რომ მიმდიარე წელს მეორე სემესტრიდან წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა ჩაერთო პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ საგნობრივ ვებინარებს, აქტიურად თანამაშრომლობდნენ ქოუჩებთან, სასწავლო პროცესში დაიწყეს კომპლექსური დავალებების დანერგვა. განახორციელეს პროექტი „ერთად - ძალადობის წინააღმდეგ, ერთად - უსაფრთხო სკოლისათვის! ამჟამად კათედრები მუშაობენ მომავალი სასწავლო წლის კურიკულუმის შედგენაზე, ფაქტობრივად, სასკოლო სასწავლო გეგმა მასწავლებელთა თანამონაწილეობით იგეგმება. გთავაზობთ სკოლაში სხვადასხვა საგნის ექსპერტების ვიზიტის ამსახველ ფოტოებს. მადლობა მათ გერდით დგომისა და მუხლჩაუხრელი შრომისთვის“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.