მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„გავულამაზოთ ერთმანეთს სიცოცხლე“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი გამოწვევა წამოიწყეს. გამოწვევის ორგანიზატორები მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი დარიგებელი ბელა ხეცურიანია, მიზანი კი - შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული ბავშვების გამოვლენაა.
„ყველა ბავშვს უყვარს ხატვა, ისინი თავისუფლად გადმოსცემენ ნამუშევარში სამყაროს აღქმის თავისებურ ხედვას, საკუთარ ემოციებს და შთაბეჭდილებებს. ამიტომაც, გთავაზობთ გამოწვევას, რომლის მიზანია, ჩვენი სკოლის შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული ბავშვების გამოვლენა და მათთვის თვითრეალიზაციის პირობების შექმნა და ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
გამოწვევის პიონერები VIბ (დარიგებელი ბელა ხეცურიანი) კლასის მოსწავლეები არიან. ჩვენი გამოწვევის ფარგლებში ორგანიზებული პირველი გამოფენა გაალამაზეს ანასტასია მაღლაკელიძემ, თამარ გაბრიჭიძემ და დალი ნემსაძემ საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც პანდემიის პერიოდში იქნა შეიქმნილი, თუმცა განწყობა, სრულიად განსხვავებულია.
მოსწავლეები იყენებენ კაშკაშა ფერებს, სხვადასხვა ჟანრში შექმნილი ნამუშევრები ავლენენ, როგორც იმპრესიონისტული და პოსიმპრესიონისტული მანერის ზეგავლენას, აგრეთვე მოსწავლეთა ინდივიდუალურ ხელწერასაც.
იმედი გვაქვს, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხალისით შეუერთდებიან ჩვენს ამ ინიციატივას. გავულამაზოთ ერთმანეთს სიცოცხლე“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.