სიახლეები
სკოლები

დანისპარაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ხულო - ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობაში ჩართული კომპანიის ოფისს ესტუმრნენ
29-06-2021
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „გოდერძის“ წევრები და კლუბის ხელმძღვანელი ნაირა გელაძე ჩინურ კომპანია Sinohidro-ის ოფისს ესტუმრნენ და წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

ჩინური კომპანია Sinohidro ხულო - ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობაშია ჩართული და 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებს.

ვიზიტის მიზანი კითხვებზე პასუხის მიღება იყო.

„ჩვენ გვაინტერესებდა, თუ რამდენად მოდის შესაბამისობაში კომპანიის ტექნიკურ - სარეკონსტრუქციო საქმიანობა შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, ეკოლოგიური ხასიათის მოვლენების პრევენციისთვის საჭირო ღონიძიებებთან, რა პრინციპით ხდება  ე.წ. ნაშალი მასის დასაწყობება, რამდენად ითვალისწინებენ სამუშაოს წარმოების დროს დაზიანებული ეკოსისტემების რებილიტაციისთვის საჭირო, აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და ა.შ.

შეხვედრის დაწყებამდე ეკოკლუბმა ჩინური კომპანიის საკონფერენციო დარბაზს საჩუქრად გადასცა საქართველოს სახელმწიფო დროშა, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.

შეხვედრა, რომელიც გულთბილ და საინტერესო ატმოსფეროში ჩაიარა, თითქმის ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჩვენს კითხვებს პასუხობდა კომპანია Sinohidro-ს ტექნიკური სამსახურის კურატორი ჯეკ ჯეკლი. მადლობას ვუხდით თარჯიმან გიორგი გოგლიძეს, რომლის დახმარებით შედგა ჩვენი საქმიანი შეხვედრა“, - აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.

სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო  პრემიის კონკურსშია ჩართული.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება