მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოფილ მასწავლებელს - ოთარ შეყრილაძეს ემშვიდობებიან. ოთარ შეყრილაძემ ბოლო გაკვეთილი 2017 წელს ჩაატარა, როდესაც ის სკოლაში მიიწვიეს. პედაგოგი ყველას გამორჩეულად უყვარდა თავისი კომპეტენციის, პრინციპულობისა და ადამიანური სიკეთის გამო.
დირექცია ოთარ შეყრილაძეს იხსენებს:
„ოთარ მასწავლებელმა უკანასკნელი გაკვეთილი თავის უსაყვარლეს სკოლაში 2017 წლის ოქტომბერში ჩაატარა, როდესაც მაშინდელმა მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქალბატონ დალი სარალიძის ხელმძღვანელობით მოიწვიეს იგი, რათა გაეხსენებინა სანუკვარი პროფესია და მასწავლებლის ამპლუაში კიდევ ერთხელ წარმდგარიყო მოსწავლეთა და უკვე მშობლის სტატუსით მობრძანებულ ყოფილ მოსწავლეთა წინაშე. ეს გამოწვევა სიხარულით მიიღო, თუმცა შინაგანი ღელვა მაინც დაეტყო, ამ ემოციამ კი უფრო გაალამაზა შესანიშნავი პედაგოგის ბოლო გაკვეთილი, რასაც დამსწრე საზოგადოების გულწრფელი აღფრთოვანებაც მოწმობდა.
წავიდა კაცი...
ოთარ შეყრილაძე გარდაიცვალა...
ამ ხმამ დათრგუნა თერჯოლელები, ცრემლი გააბრწყინა არაერთ თვალში...
9 ათეული ცოტა არ არის, მაგრამ გული მაინც გტკივა, გეთანაღრება, რადგან იცი, რომ ამ წლების მიღმა ერთი საუკეთესო კაცის, პედაგოგის ღირსეული ისტორია იმალება.
წავიდა განუმეორებელი ხიბლის ოთარ მასწავლებელი, უბადლო პედაგოგი, ოჯახის თავკაცი, მამა, ბაბუა და მოქალაქე...
მაღალი, გაძვალებული, ერთი შეხედვით პირქუში კაცი, უღიმილო და სიტყვაძუნწი, მაგრამ საქმით მეტყველი, უყვარდა ყველას: დიდსა და პატარას, შინაურსა და გარეულს.
გლეხის ოჯახში დაბადებულმა კარგად იცოდა შრომის ფასი, მისი ყოველი სიტყვა თუ საქმე ნამუსით იყო ნაგვირისტევი.
მოსწავლეებს იგი უყვარდათ თავისი კომპეტენციის, პრინციპულობისა და ადამიანური სიკეთის გამო. ისინი მასში ხედავდნენ უფროს მეგობარს, მასწავლებელს, ციფრების ჯადოსნურ სამყაროში თავს ლაღად რომ აგრძნობინებდა.
იყო რიგითი პედაგოგი, ხელმძღვანელიც, მაგრამ ურთიერთობაში არასდროს არაფერი შეშლია, არავის ახსოვს მისი ხმამაღალი სიტყვა, არაკორექტული ნათქვამი. თავმდაბლობა ხომ მისი გამორჩეული თვისება იყო.
ჩუმი იყო, მოკრძალებული, ძუნწად მომღიმარი, მაგრამ მზერაში ასხივებდა სითბოსა და სიყვარულს.
თავისი ცხოვრების ნახევარი ერთ სკოლას ისე უერთგულა, რომ მასზე არავის უთქვამს აუგი, მისთვის მოწიწებული სალამი არავის დაუშურებია...
კაცი კაცია, მაგრამ პედაგოგი კაცი ორჯერ კაცია, ყველასათვის საიმედო, ნამუსის თვალით მზირალი, მომავალი თაობების ერთგული დარაჯი და ჩამომძერწავი. სწორედ ასეთი იყო ბატონი ოთარი.
ოთარ მასწავლებელს მოწიწებით გაიხსენებს ყველა კოლეგა და აღზრდილი, რადგან იგი პედაგოგიური ღირსების ეტალონია.
წავიდა ოთარ მასწავლებელი ისევე ჩუმად, მშვიდად და უპრეტენზიოდ, როგორიც თავად იყო...
თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგები, აღზრდილები და მათი მშობლები იზიარებენ ოჯახის წუხილს და იმედად რჩება ამ დიდებული კაცის ფესვზე ამოზრდილი ღირსეული ახალგაზრდა, ბაბუის სახელისა და კაცობის ღირსეული გამგრძელებელი“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.