მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის, გიორგი ნებაძის ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით ღონისძიება - „მეფე ერეკლე 300 წლისაა“ გაიმართა. აქტივობა ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ერეკლე II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიება, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევდა - „ხმალი სჭრის ბაგრატოვნისა, მეფისა ერეკლისაო“, ძალიან ინფორმაციული იყო, მოსწავლეებმა წარმოდგენილი პრეზენტაციით, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი შეიტყვეს „პატარა კახის“ მეფობის შესახებ.
„ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას „პატარა კახი“ უწოდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა...
ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ გოგი მასწავლებელო!
ასევე, ბევრი წარმატება ჩვენო ბეჯითო მოსწავლეებო!“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.