მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისიდან, ყოველ წელს აღინიშნება და მას მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს - ეს დღე შეხსენებაა, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
ისტორია კი ბევრად ადრე - 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს? - ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის, მაორეე ნამიკოლაოს საჯარო სკოლა სპორტული ღონსიძიებით გამოეხმაურა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის, მისაქციელის საჯარო სკოლის V „ბ“ კლასი, ნინო ხუროშვილის ხმძღვანელობით ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღოს საინტერესო და შთამბეჭდავი აქტივობით გამოეხმაურა. ეს დღე მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ - მათ მოსფლიოს გააგებინეს, რომ ბავშვთა უფლბები ყოველთვის უნდა იყოს დაცული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.