მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის, ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი, ეთერ წინწალაშვილი, etaloni.ge-სთან 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.
„2020 2021 სასწავლო წელი დატვირთული იყო გამოწვევებით - პანდემიამ ყველას დაგვამახსოვრა თავი, თუმცა საბოლოოდ მაინც დავძლიეთ გამოწვევები და გავედით სასურველ შედეგებზე. ვიცავდით რეგულაციებს და პროტოკოლის გათვალისწინებით ვატარებდით ღონისძიებებს; ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდათ წინსვლა და 12 წარმატებული კურსდამთავრებული გვყავს.
პედაგოგებს რაც შეეხება, მეამაყება, რომ მუდამ ზრუნავენ კარიერულ წინსვლაზე, რამდენიმე წელსაც ემზადება გამოცდებზე გასასვლელად, დანარჩენი უკვე სტატუსიანია და მათ, ისევე, როგორც თითოეულ მოსწავლეს, ვუსურვებ, გვეცხოვროს პანდემიის გარეშე და სწავლის ხარისხიც მეტად გაიზარდოს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.