TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ომალოს საჯარო სკოლის დირექტორი იზა ბორჩაშვილი 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს
29-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის, ომალოს საჯარო სკოლის დირექტორი, იზა ბორჩაშვილი, etaloni.ge-სთან  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

„მოგეხსენებათ, რთული სასწავლო წელი გახლდათ, პანდემიიდან გამომდინარე; პირველ სემესტრში ჩვეულებრივ დავდიოდით სკოლაში და ჩართულობა-დასწრებაც კარგი იყო, როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების მხრიდან. თუმცა მოგვიანებით, სკოლაში ჩატარდა არჩევნები, რის შემდეგაც გამოცხადდა დისტანციური სწავლება და როგორც სკოლის ხელმძღვანლი, მოხარული ვარ, ონლაინ-გაკვეთილებსაც კარგად რომ გავართვით თავი - ეს პროცესი თითქმის უბრობლემოდ მიმდინარეობდა, ერთადერთი ტექნიკური პრობლემა გვქონდა მრავალშვილიან ოჯახებში, სადაც ყველასათვის ერთდროულად ხელმისაწვდომი არ იყო ტექნიკა; თუმცა არ ნიშნავს, რომ ასეთ ბავშვებს გაკვეთილები არ უტარდებოდათ ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას ჩამორჩნენ - მათთან პედაგოგები ცალკე მუშაობდნენ. 

დაბრუნების შემდეგ კი აქტიურად ჩავერთეთ ყველა -  მშობელი, პედაგოგი, მოსწავლე - გვქონდა ღონისძიებები, რომლებიც არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობდა და პროტოკოლი არც ბოლო ზარზე დარღვეულა.

12 კლასში 8 მოსწავლე გვყავდა, მათგან 5 აბიტურიენტია... და მინდა, აქვე ერთ საკითხს გავუსვა ხაზი - მთელი წლის განმავლობაში, კოვიდინფიცირებული  არც ერთი მოსწავლე და პედაგოგი არ გვყოლია, რაც ჩვენი სასკოლო საზოგადების მაღალ პასუხისმგებლობასა და იმაზე მეტყველებს, როგორ ვუფრთხილდებოდით ერთმანეთის ჯანმრთელობას. ასე, მშვიდობით დავასრულეთ სასწავლო წელი“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება