მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის, ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი, ივანე თურქიაშვილი, etaloni.ge-სთან 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.
„ვერ ვიტყვი, რომ 2020-2021 სასწავლო წელი დიდად გამორჩეული იყო, თუმცაღა პანდემიით განპირობებული დისტანციური სწავლება უდავოდ გამოწვევა აღმოჩნდა; ჩემთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის, სხვაობა მხოლოდ ეს გახლდათ, თორემ წელს, ისევე, როგორც გასულ წლებში, არც ერთ ჩვენგანს თავი არ დაუზოგავს და ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ჩვენს მოსწავლეებს საფუძვლიანი განათლება მიეღოთ.
საამაყოა, რომ ჩვენი სკოლა ემზადება ახალი სკოლის მოდელში ჩასართავად... მართალია, დასაწყისში ვერ ვაკმაყოფილებდით მოთხოვნებს რიცხოვნობის მხრივ - მოგეხსენებათ მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, თუმცა ახლა ეს საკითხი ხელს აღარ გვიშლის; ასევე ვაპირებთ, წარმატებით დავნერგოთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა; პედაგოგებს რაც შეეხება, ისინი მუდმივად ზრუნავენ კარიერულ წინსვლაზე, გვყავს სტატუსიანი მასწავლებლები და მართლაც მეამაყება, რომ პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.