„მოსწავლისთვის სამაგალითოა მშობელი, მასწავლებელი და სკოლის ყველა თანამშრომელი“ - მანანა ბასიაშვილი, ქვიშხეთის საჯარო სკოლის დირექტორი
29-06-2021
დაკოპირებულია
-
+
რა აძლევს მოტივაციას, რა არის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და რას ნიშნავს ძლიერი სკოლა - ამ და სხვა საინტერესო თემაზე დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბასიაშვილი გვესაუბრება:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .
- არის განვლილი წლის შეჯამების, შეფასების, გადაფასების, ამავდროულად, ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პერიოდი...
- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .
- პროფესიონალ პედაგოგებს, წარმატებულ მოსწავლეებს, სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მშობლებს, თემს. სკოლას, რომელშიც არის თანამშრომლობის კულტურა, სიახლეების ძიება, მუდმივი განვითარება, მტკიცე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის . . .
- წარმატებები, პროექტები, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართულნი და იმარჯვებენ ჩვენი მოსწავლეები. „ეტალონის“ პროექტშიც ორჯერ მოიპოვეს გამარჯვება.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .
- და აუცილებელი, მოსწავლის წარმატებებისთვის.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .
- პირველ რიგში მშობელი, შემდეგ მასწავლებელი და სკოლის ყველა თანამშრომელი, კარის კაცით დაწყებული, დირექტორით დამთავრებული.
- დირექტორის მოტივაციაა. . .
- იყოს წარმატებული სკოლის ლიდერი.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . .
- საქმისადმი ერთგულება, სიყვარული და უდიდესი პასუხისმგებლობა.