სიახლეები
სამასწავლებლო

როგორ აფასებენ საჯარო სკოლის დირექტორები ელექტრონული ჟურნალის გარდამავალ ეტაპს და რამდენად არიან მზად მომავალი სასწავლო წლისთვის
29-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა. მასწავლებლებმა საბოლოო ნიშნებიც გამოიყვანეს და მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით ხარვეზები ნამდვილად იყო და ამას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაც აღიარებდა, სკოლებმა მოახერხეს და წარმატებით გაართვეს თავი ყველა გამოწვევას, რის შესახებაც საჯარო სკოლის დირექტორებმა etaloni.ge - სთან ისაუბრეს.

წელს საჯარო სკოლებს ელექტრონულთან ერთად, მატერიალური ჟურნალის გამოყენების საშუალებაც ჰქონდათ, თუმცა მომავალი სასწავლი წლიდან მიდგომა იცვლება და ყველა სკოლა ვალდებული იქნება ელექტრონული ჟურნალი გამოიყენოს.

გთავაზობთ საჯარო სკოლის დირექტორების მოსაზრებებს:

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგარახლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხორბალაძე:

სასწავლო წელი წარმატებით დავასრულეთ. ყველა მოსწავლეს აქვს უკვე საბოლოო ნიშანი გამოყვანილი. სკოლაში, წელს როგორც ელექტრონულ, ისე მატერიალურ ჟურნალს ვიყენებდით. რა თქმა უნდა, იყო პატარ-პატარა ხარვეზებიც, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია და მოსწავლეთა შეფასებაზე არ ასახულა.

ეს გარდამავალი პერიოდი ძალიან სასარგებლო იყო მასწავლებლებისთვის, რადგან ისწავლეს, როგორ უნდა იმუშაონ ელექტრონულ ჟურნალში, შეეგუვნენ და ვფიქრობ მომავალი სასწავლო წლიდან მათ არ უნდა გაუჭირდეთ მთლიანად ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლა.  თავის მხრივ ამ ჟურნალს ბევრი უპირატესობა აქვს, ვინაიდან ავტომატურად აკეთებს ნიშნების შეჯამებას, მასწავლებლებს არ უწევთ თითოეული მოსწავლისთვის ნიშნის ცალ-ცალკე გამოყვანა ამას უკვე ელ. ჟურნალი აკეთებს. ასე, რომ ვფიქრობ, რომ გაცილებით კომფორტული იქნება ელექტრონულ ფორმატში მუშაობა.

ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ რეხვიაშვილი:

თითქმის არავითარი ხარვეზი არ დაფიქსირებულა ნიშნების გამოყვანის პროცესში და ორივე ჟურნალში ერთნაირად იყო ასახული ინფორმაციები. იმის გამო რომ გარდამავალი ეტაპი გვაქვს წელს მატერიალურიც ჟურნალიც გვაქვს და ელექტრონულიც. თუმცა, ძირითადი აქცენტი მაინც მატერიალურზე გვქონდა გადატანილი.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი თაობის პედაგოგი ვარ ვცდილობ ფეხი ავუწყო სიახლეებს და თანამედროვე მოთხოვნებს. ტექნიკის წინსვლას ვერსად გავექცევით და ეს აუცილებელიც არის, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავნერგოთ და განვავითაროთ თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები. 


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხალილაშვილი:

წელს გარდამავალი ეტაპი იყო და ორივე ტიპის ჟურნალს ვიყენებდით, როგორც მატერიალურს, ისე ელექტრონულს. თუმცა ძირითადი მაინც მატერიალური ჟურნალი იყო. ჩემი მასწავლებლების სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ პრობლემა არ შეგვქმნია. ყველა მასწავლებელი ფლობს უნარებს რომელიც ელ. ჟურნალისთვის სჭირდებათ.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარდაჭერას, გასულ წელს ანუ 2020-ში სკოლის ბიუჯეტიდან შევიძინეთ ახალი კომპიუტერები. საჭიროების შემთხვევაში დავამატებთ კიდეც, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ამ სასწავლო წელს სკოლა ყველა მხრივ მომზადებული იყო.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება