სიახლეები
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია კლუბს - „ბუნების ქომაგი“ კონკურსში გამარჯვებას ულოცავს
30-06-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია ამავე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს - მავილე გოგიტიძესა და კლუბ „ბუნების ქომაგის“ წევრ მოსწავლეებს საუკეთესოთა შორის მოხვედრასა და დაფინანსების მოპოვეაბს ულოცავს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში ახორციელებს სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებას, რომლის მიზანია  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობა.

სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების ფარგლებში 2021 წელს სამინისტროში სულ შემოვიდა 49 პროექტი. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, რის შედეგადაც საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 6 გამარჯვებული  პროექტი.

გამარჯვებული სასკოლო კლუბის წევრები 2021-2022 სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მიმართულებით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს.

გამარჯვებული სასკოლო კლუბები:
მუნიციპალიტეტი, სკოლის დასახელება, გუნდის სახელწოდება.

ბათუმის N23 საჯარო სკოლა - „უსაფრთხო ნაბიჯები მომავლისკენ“
ბათუმის N5 საჯარო სკოლა - ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი „მელიორა“.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა - „ფანტაზია საზღვრების გარეშე“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის  საჯარო სკოლა - „ბუნების ქომაგები“. 
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა - „მარჯვე ხელები“.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლა - „ნენია“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება