მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N5 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი „მელიორა“ საუკეთესო სასკოლო კლუბებს შორის მოხვდა და დაფინანსება მოიპოვა. კლუბის წევრები 2021-2022 სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებენ.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში ახორციელებს სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებას, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობა.
სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების ფარგლებში 2021 წელს სამინისტროში სულ შემოვიდა 49 პროექტი. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, რის შედეგადაც საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 6 გამარჯვებული პროექტი.
გამარჯვებული სასკოლო კლუბის წევრები 2021-2022 სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მიმართულებით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა