მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის კლუბი „მარჯვე ხელები“ საუკეთესო სასკოლო კლუბებს შორის მოხვდა და დაფინანსება მოიპოვა. კლუბის წევრები 2021-2022 სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში ახორციელებს სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებას, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობა.
სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების ფარგლებში 2021 წელს სამინისტროში სულ შევიდა 49 პროექტი. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, რის შედეგადაც საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 6 გამარჯვებული პროექტი.
გამარჯვებული სასკოლო კლუბის წევრები 2021-2022 სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მიმართულებით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში კურსდამთავრებულებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ
თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად