მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ამირან პიჭიკიანმა „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
2021 წლის „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“ 29 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ახალქალაქის დისტანციური კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა.
სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს და ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს.
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლა და ყველა მასწავლებელი მთელი გულით ულოცავს სკოლის VIII კლასის მოსწავლე ამირან პიჭიკიანს, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურში ახალქალაქის მასშტაბით პირველი ადგილის მოპოვებას! მთელი გულით ვუსურვებთ მას მომავალ კიდევ უამრავ წარმატებასა და წინსვლას!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია რომ, გამარჯვებული, ტურცხის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ამირან პიჭიკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა